26.01.2023
რა ხდება?
- 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.
- მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა.
- GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) პროკურატურას ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მიმართა.
- 2023 წლის 10 იანვარს მათ გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.
- “მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ.” - წერია GDI-ს განცხადებაში.