13.03.2023
მამულაშვილი 5 მარტს, "დღის ამბების" ღამის გამოშვების შემდეგ, ეკრანზე აღარ გამოჩენილა.
რა ხდება?
მაია მამულაშვილმა გვითხრა, რომ:
- ამ ეტაპისთვის შეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა, რადგან დაიწყო თანამშრომლობა უცხოური კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში — "ფიზიკურად ვეღარ ვეტეოდი დროში, რომ ამის პარალელურად შემეთავსებინა ტელევიზიაში მუშაობა".
არქივიდან: კალაძე მამულაშვილის წინააღმდეგ
- 2020 წლის 20 ივნისს, მაია მამულაშვილისა და "ტვ პირველის" წინააღმდეგ, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
- არხს და ტელეწამყვანს ცილისწამისთვის ედავებოდა ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო — "კალაძემ 60 მლნ ერთ-ერთი ტენდერიდან ჩაიდო ჯიბეში" და ითხოვდა 100 00 ლარიან კომპენსაციას და ინფორმაციის უარყოფას.
- 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "TV პირველს" და მის ჟურნალისტ, მაია მამულაშვილს, კახა კალაძის სასარგებლოდ, 15 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
- ამაზე არხმა თქვა, რომ ტვ პირველის ანგარიშებს ინკასო ადევს, შესაბამისად არხი კალაძეს თანხას "ვერანაირად ვერ გადაუხდის" და სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.