30.06.2023
- დღეს, 30 ივნისს, 14:00 საათზე, ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ადვოკატთან ერთად აგროვებს მტკიცებულებებს მასზე თავდასხმის საქმისთვის.
- შეგროვებულ მასალებს გამოძიებას გადასცემენ და შსს-ს მათი ვერსიის შესწავლასა და მათზე რეაგირებას სთხოვს.
- "ნებისმიერი მცდელობა, დაიმალოს რომელიმე კამერის ჩანაწერი არგუმეტებით: კამერის ჩანაწერი გაქრა, სხვაგან იყურებოდა, ან სერვერი ინახავს ერთი დღით, ნებისმიერი გონიერი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც საქმის მიჩუმათებაში ხელშეწყობა" - განაცხადა მშვილდაძემ.
- 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
- "მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ თავს დაესხა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს.
- 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
"მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ" - წაიკითხეთ ვრცლად.
პრობლემაა, რომ:
- გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, და მშვილდაძე დაზარალებულადაც ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ცნეს,
- მედიამენეჯერის დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.
მიშა მშვილდაძის უფლებებს ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) იცავს.
- "ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებამ ყურადღება გაამახვილოს ორგანიზებულ დანაშაულზეც, რადგან შესაძლოა, ორგანიზებაში ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ჩართული, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური", — თქვა მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.