01.11.2023
ვინ არიან არჩეული წევრები
- გიორგი კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2019 წელს, წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით გათავისუფლების შემდეგ აირჩიეს, რასაც ტელევიზიაში კრიზისი მოჰყვა. მას მეორე ვადითაც სურდა თანამდებობის დაკავება, თუმცა შემდეგ კანდიდატურა მოხსნა.
- თამილა დოლიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
კანდიდატურები პარლამენტში წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.
კონტექსტი
ამას წინ უძღოდა მიმდინარე წლის ზაფხულში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. რითაც გაუქმდა აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო, რის შემდეგაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უფლება მიენიჭა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 კანდიდატი წარადგინოს.
კიდევ რა შეიცვალა:
- გაიზარდა პირველი არხის ბორდის შემადგენლობა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით, სადაც, პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობას "ოცნება" ფლობს.
- დაუქვემდებარა აჭარის საზმაუს მენეჯმენტი პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მმართველი პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
- მეურვეთა უმრავლესობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მაუწყებლების დირექტორს.
თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვდნენ პრეზიდენტს ამ ცვლილებებზე ვეტო დაედო.
ვრცლად: