09.05.2024
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ტელეკომპანია "იმედს" მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ფარულ ჩანაწერებს, არ გამოიყენოს ისინი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციისთვის.
"იმედმა" Fორ.გე-ზე დაყრდნობით,
უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც
დადასტურებული არ არის, გაავრცელა და საზოგადოებას როგორც უტყუარი
ფაქტი, ისე შესთავაზა.
ფარული ჩანაწერები რუსული კანონის
მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სავარაუდო საუბარს
ასახავს.
ქარტიის განცხადებით, "იმედი" ამგვარი
ქმედებით ინფორმაციის სიზუსტის პროფესიულ სტანდარტს არღვევს,
უპატივცემულობას იჩენს აუდიტორიის მიმართ და გამიზნულად შეჰყავს
შეცდომაში.
"„ქართული ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველთვის პრობლემური იყო.
სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, როდესაც მმართველმა
პარტიამ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არაერთხელ გამოიყენა
პოლიტიკური ოპონენტებისა და მისთვის სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი
მოქალაქეების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ორი დღეა,
მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული კანონის მიმართ უარყოფითი პოზიცია
გამოხატეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, უცხო
ნომრებიდან უკავშირდებიან, ისეთი დეტალებით, რაც, გარეშე პირებისთვის
არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ემუქრებიან და სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებენ. კამპანიურობა და საუბრების შინაარსი აჩენს
საფუძვლიან ეჭვს, რომ პერსონალური ინფორმაცია ამ პირებმა სახელმწიფოს
ხელშეწყობით მიიღეს".
ფარული ჩანაწერები გაავრცელეს
ტელეკომპანიებმა "პოსტვ"-იმ და "რუსთავი 2"-მა.