06.12.2024
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი, მისი
პროექტის მიხედვით, 123 368 234 ლარი იქნება, საიდანაც 82 727 885
ლარი სახელმწიფო ასიგნებაა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი კი 18 579 900 ლარი იქნება, საიდანაც სახელმწიფო ასიგნება 17 079 900 ლარია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2025 წლის ბიუჯეტები გუშინ, 5 დეკემბერს დაამტკიცა.