„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
დირექტორის, მზია ამაღლობელისა და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ
მურვანიძის დაკავებას ეხმაურება.
პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუკერძოებელ
გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდნენ.
მზია
ამაღლობელისა და
გურამ მურვანიძის დაკავებას გამოეხმაურა და მათი
გათავისუფლება მოითხოვა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების
პლატფორმამაც.
„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. მზია ამაღლობელი პოლიციამ პირველად კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.
დღეს, 14 იანვარს, ,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის"
დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთის
ღონისძიების სახით
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილმა ამ
გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია
ამაღლობელის დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა
დააყენა.
12 იანვარ, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე პროფესიული
მოვალეობის შესრულებისას დააკავეს
„ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძეც.