26.07.2019
20-21 ივნისს, თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. დაშავებულები ამბობენ, რომ სამართალდამცველები დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულების საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმედ იძიებს. ამ ეტაპზე ჟურნალისტების საქმე ცალკე არ არის გამოყოფილი. ამ დრომდე არცერთ ჟურნალისტს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ამ თემაზე იხილეთ სტატია: 20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეზე ცალკე ძიება არ დაწყებულა