კატეგორია: ეთიკა
პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ახალმა სახეებმა, საზოგადოებრივი
მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების
წამყვანებმა, არაზ მაშოვმა და ედგარ ბარსაღიანმა სამსახური
საზოგადოებრივ მაუწყებელში დატოვეს.
“სადისციპლინო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ და მათ დატოვეს სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე. თქვეს, რომ პარტიულ ცხოვრებას აპირებენ”, - ამბობს მედიაჩეკერთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე.
შეგახსენებთ, რომ ედგან ბარსაღიანი და არაზ მაშოვი მედიაჩეკერთან საუბრისას ამბობდნენ, რომ ოფიციალურად “გირჩის” წევრები არ იყვნენ და შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტიც არ ჰქონდათ.

23.05.2016