კატეგორია: ეთიკა
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამის ადგილი არ
არის“ - ამ სათაურით, ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „საქართველო და
მსოფლიო“ ავრცელებს, მასალაში ვკითხულობთ: „გერმანიის ახალმა შინაგან
საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გამოცემა “ბილდისთვის” მიცემულ
ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და
მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“.
გერმანიის შს მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერ განცხადების შესახებ მასალა იძებნება „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე, სადაც მოცემულია მინისტრის ციტატა და ამბის კონტექსტი. სინამდვილეში, მინისტრმა თქვა, რომ ისლამი, გერმანულ კულტურას არ ეკუთვნის, გერმანული კულტურის ფორმირება ქრისტიანობის საფუძველზე მოხდა. ხოლო, „საქართველო და მსოფლიომ“ ზეეჰოფერის ნათქვამი კონტექსტის გარეშე მიაწოდა მკითხველს, რაც ქმნიდა განწყობას, რომ გერმანიის შს მინისტრი ისლამოფობია.
„საქართველო და მსოფლიოს“ შეცდომაში შეჰყავს აუდიტორია, მაშინ როცა წერს, რომ გერმანიის შს მინისტრის თქმით, „ქვეყანაში ისლამის ადგილი არ არის და მიგრანტების დეპორტაციაზე აქტიურად იმუშავებს“. „დოიჩე ველესა“ და The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ მინისტრს დეპორტაცია არ უხსენებია. თუმცა, „დოიჩე ველეზე“ იძებნება მისი სხვა, უფრო ძველი განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, უნდა დაჩქარდეს იმ პირთა დეპორტაცია, რომელთაც ლტოვილის სტატუსი არ მიენიჭათ და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან. ამ განცხადებაში მინისტრს მუსლიმები არ უხსენებია. „საქართველო და მსოფლიომ“ კი ორი განცხადება, რომელთაგან ერთი ისლამს, ხოლო მეორე დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდას ეხებოდა, და რომლებიც სხვადასხვა დროს გაკეთდა, ერთმანეთს დაუკავშირა და აუდიტორიას ერთად შესთავაზა.
რომა კალანდაძე

23.03.2018