კატეგორია: ბლოგი
საქართველოში სასტიკად მოკლული ბევრი ცოლის სახელი დაგვამახსოვრდა.
მედიიდან გვახსოვს სალომე ჯორბენაძე და მაკა წივწივაძე, მაგრამ
თითქმის არავის გვახსოვს მკვლელები, შევრაცხეთ ისინი ეჭვიან, ავადმყოფ
კაცებად და დავივიწყეთ. სამაგიეროდ ყველამ კარგად ვიცით მაგდა პაპიძის
სახელი: ის საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალია. ამ
საზარელი დანაშაულის ჩამდენი ჯერ არ გამოუვლენია სასამართლოს. პაპიძემ
ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
მის ბედს არა პროფესიონალი მოსამართლე, არამედ 12 ჩვეულებრივი
ადამიანი გადაწყვეტს. ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტილებას მხოლოდ
სასამართლო დარბაზში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იღებდნენ,
მაგრამ ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში შეუძლებელია გვერდი
აუარო მაგდა პაპიძეზე დაწერილ სტატიებს.
მხოლოდ სათაურებიც კი კმარა შთაბეჭდილების შესაქმნელად, ასე მაგალითად:
ამ სათაურებიდან ჩანს, რომ ყვითელი და არაყვითელი მედიასაშუალებები ავრცელებენ სასამართლო სხდომაზე თქმულ ისეთ ფრაზებსა და შეფასებებს, რომელთა დიდი ნაწილი ან უბრალოდ მეზობლების მიერ ყურმოკრული ჭორია, ან მათივე შთაბეჭდილება და მოსაზრებაა, ან საერთოდ არ არის დაკავშირებული მოცემულ საქმესთან. თუმცა მედიას ისე ხიბლავს მაგდა პაპიძის ალქაჯ კუდიანად წარმოდგენა, რომ სულ არ აინტერესებს სასამართლო პროცესზე თქმული მოსაზრებების სისწორე და რელევანტურობა საქმესთან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ათობით მკვლელი ქმარი ვიხილეთ, არც ერთი საქმის შემთხვევაში მედიას არ უცდია ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამოქექვა და ამ კაცებისაგან განსაკუთრებული მონსტრის შექმნა. თუ პირადი ცხოვრებით ინტერესდებოდნენ, ისევ იმის ძიებაში იყვნენ, ხომ არ ღალატობდა მოკლული ცოლი ქმარს.
რა ვნებაა არკვიო მაინცდამაინც ქალის პირადი ცხოვრება, მიუხედავად იმისა ეს ქალი მსხერპლია თუ ბრალდებული? რა ვნებაა მაინცდამაინც ქალისგან, რომელსაც ისედაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი, წინასწარ შექმნა სასტიკი მკვლელისა და კუდიანის ხატი? რატომ უსპობს მედია ამ ქალს საზოგადოებაში დაბრუნების შესაძლებლობას? რას იზამს მედია თუ მაგდა პაპიძე უდანაშაულო აღმოჩნდება?
მედია დღეს მკვლელობის გაშუქების ორმაგ სტანდარტს გვთავაზობს: თუ ბრალდებული კაცია, საქმის შესახებ ინფორმაცია შედარებით მწირია, არ ეხება მის პირად ცხოვრებას და სექსუალურ გამოცდილებას; თუ ბრალდებული ქალია, ზედმიწევნით გვაწვდიან ინფორმაციას მის ქორწინებამდელ თუ ქორწინების შემდგომ ურთიერთობებზე, დახურული პროცესებიდანაც კი გამოაქვთ ინფორმაცია. პროცესები კი პირადი ცხოვრების საიდუმლოების პატივსაცემად იხურება, თუმცა ამას აღარც პროკურატურა დაგიდევთ პაპიძის საქმეში და აღარც მედია. ზემოთ ჩამოთვლილი სტატიები ირიბად მიგვანიშნებს, რომ ქალის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება “საშიშია”, იმდენად “საშიში”, რომ ის შესაძლოა მკვლელობას უკავშირდებოდეს.
მკვლელობების გაშუქების ეს ორმაგი სტანდარტი რეალურად გენდერულ უთანასწორობაზე დგას, იმ უთანასწორობაზე, რომელიც სექსუალურ თავისუფლებას კაცისთვის დასაშვებად მიიჩნევს, ქალისთვის კი არა: ქორწინებამდელი სექსი კაცისთვის სავალდებულოც კია, ქალისთვის - აკრძალული; ქორწინების გარეთ სექსი კაცისთვის გავრცელებული პრაქტიკაა, საზოგადოებაც თვალს ხუჭავს ამაზე, ქალისთვის კი სრულიად მიუღებლად მიიჩნევს. კაცების სექსუალურ ცხოვრებას ტაბუ არ ადევს (ჰომოსექსუალობა გამონაკლისია). ქალებისათვის სექსუალური თავისუფლების არარსებობის გამო იქცევა ხოლმე ქალების პირადი ცხოვრება საყოველთაო განსჯისა და გაკიცხვის საგნად. და ჩვენი მედიაც გამალებით ხელს უწყობს ქალების წინააღმდეგ მიმართულ ამ მორალურ ტერორს.
არადა თუ გენდერული თანასწორობა გვინდა, კაცებს და ქალებს ერთნაირი უფლებები და თავისუფლებები უნდა მივცეთ არა მარტო კანონით, არამედ მორალურადაც. მედიის როლი კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში უმნიშვნელოვანესია. მას შეუძლია ებრძოლოს გენდერულ სტერეოტიპებს ან გაამყაროს ისინი. თანასწორობა კი ყველას გვჭირდება: ჟურნალისტებსაც და მკითხველსაც, ქალებსაც და კაცებსაც.
და ბოლოს, რასაც არ უნდა წერდეთ, პატივი ეცით ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას.

17.06.2016