კატეგორია: ბლოგი
2016 წლის ნოემბრის ბოლოს ინტერნეტ საძიებო სისტემებში საქართველოდან
ყველაზე ხშირად ალბათ, სიტყვა „ჰეჯირება“ იგუგლებოდა. მაშინ, ჯერ
კიდევ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის
წინადადებამ - “მოსახლეობის უდიდეს ნაწილს იპოთეკური და სამომხმარებლო
სესხები ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში და მათი ფინანსური ცოდნის სიმწირის
გამო, მათ არ შეეძლოთ დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანზაქციები” -
საგონებელში ჩააგდო არამხოლოდ ქართული მედია, არამედ მთელი
საზოგადოება. სხვა „უცხო“ სიტყვებთან ერთად, ყურს ყველაზე მეტად ეს
„ჰეჯირება“ ჭრიდა.
„ჰეჯირება“ ინგლისური სიტყვაა და არაპირდაპირ თარგმანში რისკის დაზღვევას, ქუმსიშვილის შემთხვევაში კი სესხის სავალუტო რისკისგან თავის დაზღვევას ნიშნავს. ანუ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს უნდოდა, ეთქვა, რომ მოსახლეობა სესხების სავალუტო რისკისგან თავს ვერ იცავს, რადგან მათ არასაკმარისი ფინანსური განათლება აქვთ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ალბათ მშვენივრად იცოდა, რომ ზმნას - „დაეჰეჯირებინა“ „ტრანზაქციებთან“ შეამხანაგებულს, მისი მსმენელი დეპუტატების უმრავლესობაც კი ვერ გაიგებდა, არათუ ხალხი და მედია. ჩნდება კითხვა, რატომ გამოიყენა მაშინ საჯარო პირმა ეს რთული ტერმინები? მისი მიზანი ხომ საზოგადოებასთან მაქსიმალურად გასაგებ ენაზე საუბარი უნდა იყოს? აქ შეიძლება, ერთ მოვლენასთან გვქონდეს საქმე - რესპონდენტების ნაწილი (განსაკუთრებით ეკონომიკაზე „მოლაპარაკე თავები“) ხშირად იყენებს რთულ ტერმინებს, რითიც მსმენელთა უმრავლესობაში ჯერ გაუგებრობას იწვევს, შემდეგ კი ბრმა ნდობის გაჩენის მოლოდინი აქვთ. ისიც მესმის, რომ ეკონიმიკაზე „მარტივად“, ხალხისთვის გასაგებ ენაზე წერა, ან საუბარი ბევრს ბუნებივადაც არ გამოსდის. ჩვენ გვყავს კარგი ეკონომისტები, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, გააგებინონ მსმენელებს, რატომ უფასურდება ლარი, ან რა კავშირი აქვს ეკონომიკურ ზრდას ყველა ჩვენგანის კეთილდღეობასთან.
ის, რაც პრობლემაა საზოგადოებისთვის, აისახება მედიაზეც, - ჟურნალისტები საერთო ტენდენციებს არასდროს ჩამორჩებიან. მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე ჩანს არამარტო მათ გადაწყვეტილებებში, არამედ ტელევიზორშიც და გაზეთის ფურცლებზეც. ეკონომიკურ თემებზე თხრობა პოპულარული ნამდვილად არ არის, თუმცა საკითხის აქტუალურობა, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, მისი მერყეობის გამო, ზოგი სავალუტო ჯიხურების აბრებზე, ზოგიც ბლუმბერგზე აკვირდება, აიძულებს მედიას, ფინანსები მთავარი ამბავი გახდეს. წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპით, მოთხოვნა ქმნის მიწოდებას ინფორმაციის გავრცელების კუთხით. აქ პრინციპიდან გადახვევაც შეიძლება, თუ რამდენიმე ავტორიტეტული და გაბედული მედია მოინდომებს - ეკონომიკური თემების გაშუქებაზე, სავალუტო კრიზისის გარეშეც შეიძლება შექმნა მოთხოვნა. ამ მცირე ხელოვნური ჩარევით მთხრობელიც და მსმენელიც თვალს და ყურს მიაჩვევს ფინანსურ ტერმონოლოგიას, კვალიფიციურ თხრობას და ამით პოლიტიკოსებსაც გამოეცლებათ ეკონომიკური სიმყიფით დამფრთხალ აუდიტორიაზე მანიპულაციური ეფექტის შესაძლებლობა ჰეჯირებებითა და შოკუნიებით.
ლარის გაუფასურებამ (და არა დევალვაციამ) და ეკონომიკური ზრდის შენელებამ მოსახლეობის ყურადღება ამ „რთული“ სფეროსადმი ერთიორად გაზარდა. ეკონომიკას მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში ახლა გაცილებით მეტი დრო ეთმობა, თუმცა ახალი ამბების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, 2-3 წუთში კარგად ახსნა ეკონომიკური და ფინანსური ცვლილებების მიზეზები, მერე სადღაც ჰეჯირება და ტრანზაქციაც გაგეპარება და მაყურებელს კვლავ ინფორმაციულ შიმშილში ტოვებ. არც თემის ვრცლად გაშუქებაა მთლად უმტკივნეულო. პრობლემაა კარგი რესპონდენტების პოვნა, სწორი კითხვების დასმა, შემდეგ კითხვების შებრუნება. პრობლემაა პოლიტიკოსს ან ექსპერტს მოვთხოვოთ, გასაგებად აგვიხსნას რას ნიშნავს მისი ნათქვამი „ჭკვიანური“ ფრაზები. თუ რესპონდენტი ვერ ახეხებს ამას, სასურველია, ჟურნალისტმა აუხსნას, მსმენელს/მკითხველს/მაყურებელს, რა უნდოდა, ეთქვა მის სტუმარს.
ახალს ალბათ, არაფერს ვიტყვი და გავმეორდები, რომ კვლავ განათლების პრობლემასთან მივდივართ. ჩვენ არ გვყავს სპეციალისტი ჟურნალისტები, ანუ ცოტაა ისეთი, ვისაც თან მენქიუ აქვს წაკითხული/ნასწავლი (გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები“ საქართველოში ყველაზე პოპულარული ლიტერატურაა ამ სფეროში) და თან მედიაშია. ჟურნალისტებად მომუშავე პროფესიონალ ეკონომისტებს გაცილებით უკეთ გამოუვიდოდათ ეკონომიკის გაშუქება და ეს ბუნებრივიცაა. ახლა ჩვენ გვყავს ეკონომიკაზე მომუშავე რამდენიმე ძალიან კარგი ჟურნალისტი, ზოგი ისეთია, რომ სფეროს ნამდვილ ექსპერტად იქცა, თუმცა საერთო ფონზე მხოლოდ მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის. ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობაზე არათუ ჟურნალისტებს, სამწუხაროდ, ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც არ აქვთ წარმოდგენა. არ იციან როგორ მუშაობს ბიზნესი, რა ღირებულება აქვს ფულს დროში, ან თუნდაც, რისგან შედგება ბიუჯეტი. შემდეგ ამ ადამიანებების გადაწყვეტილებები ზემოქმედებას ახდენს თითოეული ჩვენგანის მომავალზე. ეკონომიკურად უფრო განათლებული საზოგადოება არჩევნებზე გაცილებით წელგამართული მივიდოდა.
ეკონომიკური თემების გაშუქება განყენებულად არ უნდა განვიხილოთ. პრობლემები აქ იგივეა, რაც სხვა თემების გაშუქებისას, ცოტა უფრო მეტი ტერმინოლოგიური სიმძმიმით. ამიტომ თუ რომელიმე კონკრეტული მიმართულებით გვინდა ვწეროთ, ალბათ სჯობს შევისწავლოთ ეს სფერო მეტ-ნაკლებად დეტალურად, ან ჩვენი ძალებით, ან ტრენინგებით (ორდღიან, ძირითადად გასართობ ტრენინგებს არ ვგულისხმობ). ეკონომიკურად განსწავლულები უფრო მეტ თემასაც ვიპოვით და უფრო მწვავეებიც გავხდებით. აღარც ჰეჯირების „დაგუგლვა“ დაგვჭირდება და აღარც ლარის ინფლაცია გვეგონება სწორი ტერმინი. თუმცა ჟურნალისტებს რას ვერჩით?! მაშინ, როცა პარლამენტის დეპუტატს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აბრევიატურა საროსკიპოში ერევა.

26.06.2017