კატეგორია: ეთიკა
8 აგვისტოს გაზეთ
რეზონანსის ვებსაიტმა და სააგენტო news.coa.ge-მ გაავრცელეს
ინფორმაცია თითქოს საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი
კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი,
ვლადიმერ პუტინი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008
წელს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. გამოცემების მტკიცებით კი,
ამის საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა ამ განცხადებას "უპრეცედენტო
გმირობა" უწოდა.
რეზონანსმა თავდაპირველად წყაროდ რუსული მედია მიუთითა. ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია არსად იძებნებოდა, "მედიაჩეკერი" დაუკავშრდა რეზონანსს და კონკრეტული წყაროს მითითება სთხოვა. რედაქციამ კი განაცხადა, რომ ისინი cyc.ge-ს დაეყრდნენ, რის შემდეგაც მასალა ჩასწორდა და წყაროდ აღნიშნული ვებსაიტი მიეთითა. საძიებო სისტემაში ჩანს, რომ cyc.ge-ზე მსგავსი მასალა მართლაც იყო გამოქვეყნებული, თუმცა ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, რატომ მიიჩნია გამოცემამ ეს ვებსაიტი პუტინის განცხადებების მოსაძიებლად რელევანტურ წყაროდ გაუგებარია.

08.08.2018