როგორ გავიგოთ საიდან მართავენ Facebook გვერდს და რა თანხას ხარჯავენ რეკლამაში
08.04.2019
Facebook-მა გვერდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია საჯარო გახადა. ახლა უკვე შესაძლებელია ნებისმიერი Facebook გვერდის შექმნის თარიღის, სახელის ცვლილების ისტორიის, გვერდის ადმინისტრატორთა რაოდენობისა და მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე მიმდინარე და ძველი სარეკლამო პოსტებისა და მათზე დახარჯული თანხების მოცულობის ნახვა.

იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ Facebook Ad Library-ში სასურველი Facebook გვერდი უნდა მოძებნოთ ან კონკრეტული გვერდის კედელზე Page Transparency-ზე (გვერდის გამჭვირვალობა) გადახვიდეთ.

alt

სიახლის დამატება აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალურ ქსელებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამების გავლენამ განაპირობა.

ახალი ფუნქციის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებს, მკვლევრებს, გამომძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ გაიგონ, რა თანხას ხარჯავენ პოლიტიკოსები Facebook რეკლამაში, რომელი ქვეყნებიდან იმართება მათი გვერდი და სხვ.

alt



აღსანიშნავია, რომ ამჟამად Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში ქართული გვერდების შესახებ ყველა ზემოთნახსენები ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, გარდა Facebook-ის რეკლამებზე დახარჯული თანხისა, რომელიც არსებულ მონაცემებს, სავარაუდოდ, მომავალში დაემატება.
 

 altalt


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ