პროფესიული ლიტერატურის რეკომენდირების წამყვანი ვებ პორტალი, Bookauthority.org 2020 წლის მნიშვნელოვანი წიგნების სიას აქვეყნებს. "მედიაჩეკერი" გაგაცნობთ 10 წიგნს, ამ პორტალზე დაყრდნობით, რომლებიც 2020 წელს გამოქვეყნდა და რომლებიც მედიასფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მოგვითხრობს. .
ამ მასალაში 5 წიგნის შესახებ მოგითხრობთ, შემდეგი სტატია კი დანარჩენ 5 ნაშრომს დაეთმობა.
⇒ Slanted - როგორ
გვასწავლა ახალი ამბების მედიამ ცენზურის სიყვარული და ჟუენალისტიკის
სიძულვილი
ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერი
ავტორი შერილ ატკინსონი მედიის მიერ ისეთი თემების არასწორ გაშუქებაზე
საუბრობს, როგორებიცაა Black Lives Matter, კორონავირუსი, ჯო ბაიდენი,
სილიკონ ველის ცენზურა და აშ.
როდესაც ფაქტები არ ერგებიან ნარატივს, მედია უარყოფს ფაქტებს, და არა
ნარატივს. თითქმის ყველა ინფორმაცია, რომელსაც მედიით იღებთ, არის
მანიპულირებული, ფორმირებული და კარგად დაგეგმილი, სანამ თქვენამდე
მოაღწევს. მათი ნაწილი კი სრულიად დაცენზურებულია. ახალი ამბავი უკვე
აღარ არის ფაქტების აღწერა და გადმოცემა. იმის მაგვრად, რომ გვითხრან,
რა მოხდა გუშინ, გვეუბნებიან, თუ რა არის ახალი იმ წინასწარ შეფუთულ
საპნის ოპერაში, რასაც ისინი ნიუსს ეძახიან.
ჟურნალისტი 4 წლის განმავლობაში აგროვებდა ამბებს, რომლებიც იმ
გამოცემების შოკისმომგვრელ რეგრესს ასახავდა, აქამდე პლანეტის ყველაზე
პატუვსაცემ ახალი ამბების ორგანიზაციებად რომ მიიჩნეოდნენ. პირველად
ისტორიაში წამყვანი მედიასაშუალებების ახალი ამბების რედაქტორები,
პროდიუსერები და რეპორტიორები (ABC, CBS, NBC, and CNN to FOX and
MSNBC) გულწრფელად საუბრობენ ნიუსის სიკვდილზე იმ ფორმით, რა ფორმითაც
აქამდე ვიცოდით.
წიგნში ატკინსონი იკვლევს პროპაგანდის ენას, მცდარი მედია ნარატვების
უდრეკობას, ფატქებისა და მოსაზრებების აღრევის მამოძრავებელ ძალებს,
ჟურნალისტური ეთიკის უარყოფას და ახალ, ორველიანულ განსაზღვრებას
იმისა, თუ რას ნიშნავს ახალი ამბების რეპორტინგი.
⇒ ერნესტ ჰემინგუეი
- 1918-1926 წლების ნაწერები
ამერიკის ბიბლიოთეკამ გამოსცა
ერნესტ ჰემინგუეის ტექსტების კრებული, რომელიც მწერლის ცხოვრების
გარდამტეხ წლებს ასახავს და აქამდე ამ სახით არ ყოფილა
თავმოყრილი. გამოცემაში თავმოყრილია 1918–1926 წლების
ნამუშევრები, რა დროსაც ჰემინგუეის ცნობილი პროზაული სტილი
ჩამოყალიბდა. მასში შედის მწერლის ჟურნალისტური ტექსტები, რომლებსაც
ის Toronto Star- სა და Hearst's International News Service- ისთვის
წერდა (მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არასოდეს ყოფილა დაბეჭდილი),
ასევე მოთხრობები კრებულიდან In Our Time (1925), ნოველები: The
Torrents of Spring (1925) და The Sun ასევე Rises (1926).
გარდა ამისა, წიგნში შეხვდებით იმ პერიოდის რამდენიმე ნაკლებად
ცნობილი, იშვიათ მოთხრობას და წერილს, რომლებიც საინტერესო
ინფორმაციას გვაძლევენ მწერლის ცხოვრებასა და კარიერაზე მისთვის
უმნიშვნელოვანეს წლებში.
⇒ On All
Fronts
კონფლიქტების რეპორტიორი კლარისა
უარდი მკითხველს მსოფლიოს გარშემო სამოგზუაროდ ეპატიჟება, სადაც
უამრავი საოცარი და ამაღელვებელი ამბის მომსწრენი ხდებით. რუსეთი,
ჩინეთი, სირია, ავღანეთი, ერაყი, ბეირუთი- ამ და სხვა ქვეყნებიდან ის
მძაფრ გამოცდილებებს გვიზიარებს და მის ირგვლივ განვითაებული
მოვლენების დოკუმენტირებას ახდენს. ეს წიგნი მისი კარიერის ერთ-ერთი
გამორჩეული ქმნილებაა, რომელიც ექსტრემიზმის ეპოქას აღწერს. წლების
განმავლობაში ის სხვადასხვა ცხელ წერტილში ცხოვრობდა. მან ახლოდან
ნახა და აღწერა ყველაზე სასტიკი ძაალდობრივი ფაქტები. ემპათიით
განმსჭვალული ვარდი პოულობს გზას, ყველაზე რთული ისტორიებიც კი
დეტალურად მოყვეს.
უარდი საერთაშორისო ომის კორესპონდენტობით 11 სექტემბრის ტერაქტის
შემდეგ დაინტერესდა. ერაყის ომის დაწყებისთანავე ის საზღვაო
ქვეითებთან გაემგზავრა სამუშაოდ, მალე კი მთელი მსოფლიოს გარშემო
მოუხდა მოგზაურობა. თუმცა, ყველაზე მეტად საკუთარი კვალი ომისგან
განადგურებლ სირიაში დატოვა. სიმამაციათა და თანაგრძნობით სავსე
ჟურნალისტი აქტიურად აშუქებდა განადგურებული ქვეყნის ამბებს.
⇒ Community-Centered
Journalism
თანამედროვე ჟურნალისტიკა ნდობის
კრიზისის წინაშე დგას, რაც საფრთხეში აგდებს როგორც მედიას, ისე
დემოკრატიას. კრიტიკოსები და ექსპერტები გამოსავალს ლოკალურ
ჟურნალისტკაზე ფოკუსირებაში ხედავენ. თუმცა, სახალხო ნდობის აღდგენის
გახანგრძლივებული პროცესი განსხვავებულ ლოკალურ ჟურნალისტიკას
მოითხოვს, ისეთს, რომელიც საზოგადოების ყველას სექტორთან იქნება
დაკავშირებული და ძალაუფლებასაც გადაინაწილებს.
ანდრეა ვენცელი საზოგადოებაზე მორგებული ჟურნალისტიკის ახალი
პრაქტიკების მოდელებს გვთავაზობს, რომელიც ნდობას მოიპოვებს ყველა
პოლიტიკურ ჯგუფში, რასაში თუ სოციალურ კლასში და პრიორიტეტად
გამოსავლის პოვნას დაისახავს. ავტორი გვთავაზობს ამ ჯგუფებზე
ორიენტირებულ ჟურნალისტიკას, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ
კომუნიკაციას, სამოქალაქო ჩართულობას და ხელს შეუწყობს ნდობაზე
დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბებას მედიასა და იმ ადამიანებს
შორის, რომლებსაც ის აშუქებს.
⇒ Journalism – Why
It Matters
მიუხედავად იმ კრიტიკისა და
სირთულეებისა, რის წინაშეც ახალი ამბებს ორგანიაზციები აღმოჩნდნენ
ბოლო წლებში, ჟურნალისტიკა მაინც მნიშვნელოვანია. როგორც შუდსონი
აღნიშნავს, ის ორიენტირს აძლევს ადამიანებს, გზა გაიკვლიონ იმ
კომპლექსურ და ცვალებად სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ის
მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს
ძალაუფლების სათავეში მყოფნი, გასნაკუთრებით კი მთავრობა, შეუძლია
მათზე ზეწოლა მოახდინოს და პასუხი მოსთხოვოს. კორუფციის შეჩერება,
არაგონოვრული გადაწყვეტილებების შეცვლა, საზოგადებრივი საფრთხის
თავიდან აცილება- ეს ყველაფერ ჟურნალისტების დიდი ძალისმევით
ხორციელდება.
პროფესიონალური ჟურნალისტიკა ფაქტებზე ფოკსურიებულ ამბებზეა
ორიენტირებული. როდესაც ასეთი ჟურნალისტიკა მტკიცე და შეუპოვარია, მას
შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. წიგნი ჟურნალისტებს საკუთარ
საქმიანობაზე დააფიქრებს, სკეპტიკურად განწყობილ აუდიტორიას კი იმაზე,
თუ როგორც ცვლის ზოგჯერ რეალობის აღქმას მათი წინასწარგანწყობები.