21.10.2022
ამ მასალაში მოკლედ მოგიყვებით ინტერნეტ არქივების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ.
როგორ ეხმარება ციფრული არქივი ჟურნალისტიკას?
კოვიდ-19-ის პანდემიის დასაწყისში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დომინიკ ქამინგმსა განაცხადა, რომ მანამ სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა, მან 2019 წელს დაწერა ბლოგი ამ საკითხზე და ხელისუფლებას გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებდა. თუმცა ინტერნეტ არქივის მეშვეობით, ძველი და ახალი ვერსიების შედარებით დადგინდა, რომ დომინიკ ქამინგსმა 2020 წელს განაახლა ბლოგი და დაამატა რამდენიმე სვეტი, რომლებშიც ის ვირუსის გავრცელებას "ვარაუდობდა".Archieve.org - პირველი ინტერნეტ არქივი
Archive.org პირველი ინტერნეტ არქივია, რომელიც კალიფორნიაში 1996 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია თავდაპირველად ინტერნეტის დაარქივების მიზნით შეიქმნა და დღესაც, მათი დევიზია "საყოველთაო წვდომა ნებისმიერ ინფორმაციაზე" ("Universal access to all knowledge").აქ თავმოყრილია გაციფრულებული მასალები: მუსიკალური ჩანაწერები, სტატიები, თამაშები, გადაცემები, ფილმები, ვებგვერდები და სხვა. ფაქტობრივად, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი.
ინტერნეტ არქივი crowdsourcing-ის იდეას ეფუძნება.ეს კი ნიშნავს, რომ ინფორმაციის მთავარ წყაროს მომხმარებლები წარმოადგენენ. მარტივად რომ განვმარტოთ, ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, შექმნას archive.org-ის უფასო ანგარიში და არქივში დაამატოს თავისი მასალები. ატვირთვის ინსტრუქცია მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
Archive.org არ იღებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებებზე. ატვირთვისას მომხმარებლები აღწერაში თავად უთითებენ შეიძლება თუ არა მასალების გამოყენება, როგორც კომერციული ისე არაკომერციული მიზნებისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ თუ გამოქვეყნებული მასალას ჰყავს სხვა ინტელექტუალური მესაკუთრე და Archive.org-ს არ აქვს მისი ნებართვა, ის ვებგვერდიდან წაიშლება.
WaybackMachine
2001 წელს, "archive.org"-მა შექმნა ახალი პლატფორმაც, "Wayback Machine" სადაც ვებგვერდის ლინკით შეგიძლიათ ნახოთ როგორ გამოიყურებოდა ვებსაიტი დაარქივებისას და რა ინფორმაცია იყო განთავსებული.ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის მთავარი წყარო სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც პლატფორმაზე ვებგვერდების ფოტოებს აქვეყნებენ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, "archive.org"-ზე ატვირთული მასალები განიხილება როგორც მტკიცებულება. ეს შეეხება მხოლოდ იმას, თუ როგორი ვიზუალი ჰქონდა ვებგვერდს ან რა ფოტო/სტატია იყო გამოქვეყნებული ამა თუ იმ დროს, ძირითადად ძველი და ახალი ვერსიების შედარებისთვის გამოიყენება და არ გულისხმობს, რომ ეს მასალა აუცილებლად სიმართლეს შეესაბამება, ეს დამატებითი გამოძიების საგანია.
Archive Today
“Wayback Machine”-ის მსგავსი პლატფორმაა Archive.today, სადაც შეგიძლიათ ვებგვერდის ლინკით (URL-ით) მოძებნოთ რა მასალა იყო განთავსებული კონკრეტულ დროს და ასევე, რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ თავად დაამატოთ, რომელიმე ვებსაიტი მასალებში.Library of Congress
აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა მსოფლიოში უდიდესია. მისი ციფრული ვერსია 2009 წლიდან გაჩნდა. კონგრესის ბიბლიოთეკას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს,რადგან წარმოდგენილი ცნობები მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს და მთლიანობაში 470 ენაზეა დაწერილი.ბიბლიოთეკაში მოიპოვება მასალები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჟურნალისტიკის განვითარების ისტორია, პოლიტიკა და მმართველობის ტიპები, ხელოვნება, კულტურა, და ძველი გადაცემების ჩანაწერები თუ სტატიები.
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოს შესახებაც.
ამ შემთხვევაშიც, კონგრესის ბიბლიოთეკა არ იღებს პასუხისმგებლობას საავტორო უფლებებზე, რადგან წარმოდგენილი მასალები არ არის მათი შექმნილი. ვებგვერდზე განიხულულია რამდენიმე შემთხვევა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ მასალები ისე, რომ არ დავარღვიოთ კანონი:
- აუცილებელად დააკვირდით, მასალასთან მითითებულია ვრცელდება თუ არა მასზე საავტორო უფლებები.
- გაარკვიეთ, მასალა საჯარო საკუთრებაა თუ ვინმემ გადასცა ბიბლიოთეკას.
საჯარო საკუთრება ანუ Public Domein შეიძლება გახდეს:
- თუ ძველია (ამერიკული კანონმდებლობით 95 წელზე დიდი ხნის).
- მასალები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებული როგორიცაა პირადი წერილები, ფოტოები - მათი მესაკუთრის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.
- 1964 წლამდე გამოქვეყნებული ცნობები, რადგან იმდროინდელი ამერიკული კანონმდებლობით აუცილებელი იყო საავტორო უფლების ლიცენზიის განახლება.
- თავად ავტორის სურვილით, რადგან არ სურს, მასალა დაიცვას საავტორო უფლებები.
მაშინ, როდესაც მასალები ჯერ არაა საჯარო საკუთრება არსებობს რამდენიმე გამონაკლისი საგანმანათლებლო როდესაც საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება შესაძლებელია:
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის
- მეცადინეობებისთვის
- ბიბლიოთეკებისა და არქივებისთვის
- Fair Use - კრიტიკის, ახალი ამბებისა და კვლევისთვის.
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სოციალური მედიის არქივი
დიდ ბრიტანეთში 2014 წლიდან იყენებენ "გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სოციალური მედიის არქივს". აქ თავმოყრილია, "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" სხვადასხვა უწყებებისა და თანამდებობის პირების მიერ გამოქვეყნებული პოსტები.ივერიელი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” 60 ათასზე მეტი გაზეთისა და ჟურნალის ციფრული ვერსიაა. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია გადაცემებისა და რადიო ჩანაწერების არქივი.აქვეა ფოტო არქივიც, სადაც სურათების მოძიებას სხვადასხვა ფილტრით შეძლებთ თემების, თარიღებისა თუ საკვანძო სიტყვების მიხედვით.
მასალის მფლობელი მითითებულია ვებგვერდზე, აქვე ვკითხულობთ, რომ “ივერიელის” ზოგიერთი კოლექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიბლიოთეკის შიდა მოხმარების ქსელში და მათზე წვდომა მხოლოდ სამკითხველო დარბაზებიდანაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაშიც, გამოქვეყნებული მასალების გამოყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შეიძლება, მათი გადაწერა ან ამობეჭდვა დაუშვებელია ბიბლიოთეკის ნებართვის გარეშე.