04.04.2023
23 მარტს, "ტიკ-ტოკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ჩიუმ აშშ-ის კონგრესს ჩვენება მისცა.
რა უნდა ვიცოდეთ ტიკტოკზე?
- პანდემიის დასაწყისიდან, 2020-2021 წლებიდან დღემდე, "ტიკ-ტოკი" ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციაა.
- თავდაპირველად, პლატფორმის თავდაპირველი მიზანი, ე.წ "ტრენდების" (პოპულარული ცეკვა, მელოდია თუ სხვა) გადაღება და მოკლე ვიდეოს სახით განთავსება იყო,
- თუმცა დღეს, მას იყენებენ ბიზნესში, ახალი ამბების გასავრცელებლად თუ პოლიტიკური აქტივობებისთვისაც.
წაიკითხეთ ვრცლად, "როგორ გამოიყენებენ ტიკ-ტოკის აპლიკაციას სიახლეების გასავრცელებლად?"
- ტიკტოკის მომხმარებელთა ინფორმაციას იყენებს ალგორითმის დასახვეწად და მომხმარებლისთვის სასურველი ვიდეოების შეთავაზებისთვის.
- მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის მფლობელი კომპანია კი ჩინური ByteDance-ა, რასაც აშშ-ის მთავრობა საფრთხედ აფასებს.
2023 წლის მარტიდან, სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად დაიწყეს მსჯელობა, რომ "ტიკტოკი", საწყის ეტაპზე, სახელმწიფო დაწესებულებებისა და საჯარო მოხელეების მოწყობილებებიდან უნდა წაიშალოს.
ამ ქვეყნებს შორისაა:
- დიდი ბრიტანეთი;
- ევროკავშირის 27 ქვეყანა; ახალი ზელანდია;
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- კანადა;
- ნორვეგია;
აშშ-ის კონგრესმენების გზავნილები მოკლედ:
- პლატფორმას ჩინური ტექნოლოგიური კომპანია ფლობს, ამიტომ "საფრთხე, რომ მომხმარებელთა ინფორმაცია, ჩინურმა კომუნისტურმა პარტიამ (CCP) გამოიყენოს, ამერიკელებზე მანიპულაციისთვის საკმაოდ დიდია" - განაცხადა რესპუბლიკელთა პარტიის წევრმა ქესი მაკმორის-როჯერსმა.
- დამატებით, კონგრესმა "ByteDance"-ს მენეჯმენტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ახლო ურთიერთობებში ამხილა და აშშ-ს ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
- ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვას, ყიდდა თუ არა "ტიკტოკი" მომხარებელთა ინფორმააციას ნებისმიერ მესამე პირზე ან კომპანიაზე, აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ ამ კითხვას მის გუნდთან გადაამოწმებდა და მოგვიანებით უპასუხებდა.
- კონგრესის ერთ-ერთი არგუმენტი იყო ისიც, რომ "ტიკტოკის" ალგორითმი მომხარებელს აწვდის იმ შინაარსის მასალას, "რომელიც მათთვის საზიანოა". მაგალითად, კვებითი აშლილობის მქონე ახალგაზრდებს აწვდის მსგავსი შინაარსის ვიდეოებს.
- 2021 წელს, "ტიკტოკმა" განაახლა კონფიდენციალურობის პოლიტიკა და დღეს, შეუძიათ ისეთი ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებაა როგორიცაა სახის გამოსახულება ე.წ Face ID და მომხარებლის ხმა.
ტიკტოკის აღმასრულებელი დირექტორის, შოუ ჩიუს არგუმენტები, მოკლედ:
- "ტიკტოკი" ჩინეთში აკრძალულია, მათი სათაო ოფისები კი სინგაპურსა და ტეხასში მდებარეობს - რაც ჩინეთის ხელისუფლების მიერ პლატფორმის მართვას გამორიცხავს. ასევე, "ტიკტოკს" ჰყავს სხვადასხვა მეწილე, მათ შორის ამერიკელებიც.
- ამერიკელი მომხმარებლების "გამოცდილებაზე" (User Experience) ამერიკული "ბიურო" (Oracle Cloud Infrastructure) მუშაობს.
- შოუ ჩიუს განმარტებით, მენტალური პრობლემების ან დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ეხმარება პრობლემების დაძლევაში და ალგორითმი არ აწვდის მათთვის საზიანო კონტენტს.
- კონგრესის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა "ByteDance"-ს წვდომა ამერიკელი მომხმარებლის ინფორმაციაზე, "ტიკტოკის" დირექტორმა უპასუხა, რომ ჩინეთს აქვს წვდომა ინფორმაციაზე, თუმცა ეს მასალა ჩინურ სერვერზე არ ინახება.
"ტიკტოკი" ჟურნალისტებს "უთვალთვალებდა", რა ხდება?
- შოუ ჩოუს წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კონგრესმენებს "ტიკტოკის" მიერ ამერიკელ ჟურნალისტებზე "თვალთვალის" შემთხვევაზე ჰქონდათ.
- 2022 წელს, რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის "ფორბსმა" და "Financial Times"-მა მოიპოვეს კომპანიის შიდა ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ჩინეთს ჰქონდა წვდომა ამერიკელ მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე.
- მასალების გასაჯაროვების შემდეგ, დადასტურდა, რომ "ტიკტოკი" იყენებდა ამ ჟურნალისტების ადგიულმდებარეობას, რათა დაედგინათ ის თუ ვინ იყო მათი წყარო "ტიკტოკიდან".
ჩინური კანონმდებლობა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს Tik-Tok-ის გამჭვირვალობას
- ჩინეთის ეროვნული დაზვერვის კანონი ავალდებულებს ყველა კერძო კომპანიას (მათ შორის, ByteDance-ს), დაემორჩილონ ჩინეთის ხელისუფლებას.
- მაგალითად, მათ შეუძლიათ, რომ ByteDance-ს ალგორითმის გამოყენება ჩინეთის მთავრობისთვის სასარგებლოდ მოთხოვონ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მეწილეები, ეს კომპანია ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად ვრცელდება ჩინური კანონმდებლობა.
- ჩინეთის მონაცემთა უსაფრთხოების კანონით - ყველა ტექნოლოგიური კომპანია (მათ შორის, ByteDance), ვალდებულია, რომ მიაწოდოს მომხარებლეზე ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება მოითხოვს.
- "ამერიკელ მომხარებელთა ინფორმაციის ადგილობრივ (ამერიკულ) სერვერზე განთავსება ამ პრობლემას ვერ აგვარებს , რადგან ალგორითმს ByteDance-ს ფლობს, შესაბამისად მას მუშაობისთვის სჭირდება მონაცემებზე წვდომა" - ამბობს ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო.