18.05.2023
რატომ მიიღო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება
Google აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს, რათა მომხმარებლები დაიცვან სპამის, ფიშინგის, თაღლითობისა და ანგარიშების მისაკუთრებისგან.
- გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ პერსონალურ ანგარიშებზე და არა ორგანიზაციებზე, როგორიცაა სკოლა, ან ბიზნესი.
- გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება და 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყება.
- პირველ ეტაპზე წაიშლება ანგარიშები, რომლებიც შექმნის შემდეგ არასდროს გამოუყენებიათ.
- Google-ს თქმით, ანგარიშის წაშლამდე მომხმარებელს გაეგზავნება შეტყობინება.
ყველაზე მარტივი გზაა 2 წელიწადში ერთხელ მაინც შეხვიდეთ Google-ის ანგარიშში. აქტივობა შეიძლება, მოიცავდეს სხვადასხვა ქმედებას:
- ელფოსტაზე შესვლასა და შეტყობინების გახსნას/გაგზავნას.
- Google drive-ს გამოყენება.
- YouTube-ზე ვიდეოს ყურებას.
- ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერას Google Play Store-დან და სხვა.