06.10.2023
ჟურნალისტები, რომლებიც მონაცემებზე მუშაობენ ვიზუალიზაციით ავლენენ კორუფციას, შეახსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს მათ ანგარიშვალდებულებას ან ავლენენ მათ კავშირებს.
წაიკითხეთ ვრცლად: "რა არის მონაცემებით ამბის თხრობა?"
როგორ შექმნა ჯონ სნოუმ ეპიდემიის რუკა?
ინგლისელი ექიმი ჯონ სნოუ იყო ერთერთი პირველი ვინც 1854 წელს, მონაცემთა ვიზუალიზაციით ლონდონის გარკვეულ უბნებში ქოლერას შემთხვევების ადგილმდებარეობას აკვირდებოდა და გამოწვევ მიზეზს მიაგნო.
მან რუკაზე ქოლერათი დაავადებული ადამიანები შავი ჯოხებით აღნიშნა, სნოუმ დაადგინა, რომ დაავადებულთა უმეტესობა ერთი და იმავე წყლის მილით მარაგდებოდა, ხოლო თავად ბაქტერიის გადამტანი წყალი აღმოჩნდა.
ხელსაწყოები მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის
Flourish Studioმარტივი რეგისტრაციის შემდეგ, ამ ხელსაწყოთი შესაძლებელია ნებისმიერი გრაფიკისა და ვიზუალის აწყობა, როგორც კავშირების ე.წ "Network"-ის დასადგენად და გამოსავლენად, ასევე მონაცემების ნათლად წარმოსაჩენად.
მათ შორის:
- სხვადასხვა მონაცემების რუკაზე გამოსახვა ქვეყნებისა და ქალაქების
მიხედვით.
- დამატებით, მარჯვენა მხარეს არსებული ხელსაწყოებით შესაძლებელია
ვიზუალის ფერების, ფონტის და სხვა დეტალების შეცვლა.
ამ ვებგვერდზეც, შესაძლებელია მონაცემების ატვირთვა როგორც ცალკე ფაილის სახით, ასევე Google-ის "სამუშაო სივრცდიდან" ლინკის დაკოპირებით.
- ატვირთული მონაცემები სხვადასხვა ფორმატში ავტომატურად
გამოისახება.