18.05.2023
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარისა და დევნის კამპანია.
- “ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა”,- აცხადებს კეზერაშვილი.
- მისივე მტკიცებით, მას შემდეგ, რაც BBC-ის მასალა გამოქვეყნდა, “ქართული რეჟიმი აგრძელებს ამის პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენებას, როგორც მისი ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, რათა შელახოს ჩემი, როგორც კრიტიკული ტელეარხის, ფორმულას დამფუძნებლისა და საქართველოში ლიბერალური ღირებულებების დამცველის რეპუტაცია”.
კონტექსტი
ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება მიუთითებს "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე, გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
- კეზერაშვილი ამ კავშირებს უარყოფს, თუმცა ფორმულას საკონტროლო პაკეტის დათმობის შესახებ გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში გამოაცხადა.
12 მაისს ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ თქვა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ს, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული.
- აირჩიეს გამგეობის წევრები, თავმჯდომარე კი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი იქნება.
- ჩამოყალიბდება ბორდი, რომელშიც სხვა დამფუძნებლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარეც.
- მისი თქმით, მიზეხეი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილს პირადობისა და პასპორტის ვადა აქვს გასული.