ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights
Watch”-მა საქართველოში 2023 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით
შეაჯამა. დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ "ხელისუფლებას სურდა მიეღო
"უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ" კანონი, რომელიც შელახავდა
გამოხატვის თავისუფლებას.
თავდასხმები ჟურნალისტებზე
2023 წლის ოქტომბრისთვის, სპეციალურ საგამოძოებო სამსახურში დაფიქსირებული იყო 37 საჩივარი და 12 მიმდინარე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებზე.
2022 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.
- "ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ კანონი ფინანსური გამჭვირვალობისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათი საჯარო განცხადებებით, ნათელი იყო, რომ მმართველ პარტიას სურდა კრიტიკის, მედიისა და დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია და მათთვის ფინანსური სანქციების დაკისრება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
- წაიკითხეთ ვრცლად: "საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტის" შესახებ".
თავდასხმები ჟურნალისტებზე
2023 წლის ოქტომბრისთვის, სპეციალურ საგამოძოებო სამსახურში დაფიქსირებული იყო 37 საჩივარი და 12 მიმდინარე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებზე.
- 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როდესაც ამას პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი მოითხოვს. წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წელის?"
- 22 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.წაიკითხეთ ვრცლად - "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა".
- 27 ივნისს თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს. წაიკითხეთ ვრცლად: "მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ".
- ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. - წაიკითხეთ ვრცლად: სადაო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
2022 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.