06.02.2024
- "ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ კანონი ფინანსური გამჭვირვალობისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათი საჯარო განცხადებებით, ნათელი იყო, რომ მმართველ პარტიას სურდა კრიტიკის, მედიისა და დამოუკიდებელი ჯგუფების სტიგმატიზაცია და მათთვის ფინანსური სანქციების დაკისრება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
- წაიკითხეთ ვრცლად: "საფრთხეები ქართული მედიისთვის კანონპროექტში "უცხოეთის აგენტის" შესახებ".
თავდასხმები ჟურნალისტებზე
2023 წლის ოქტომბრისთვის, სპეციალურ საგამოძოებო სამსახურში დაფიქსირებული იყო 37 საჩივარი და 12 მიმდინარე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის ფაქტებზე.
- 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესი, ჟურნალისტი ვალდებულია, შეწყვიტოს ინტერვიუ მაშინვე, როდესაც ამას პარლამენტის წევრი, აპარატის თანამშრომელი, ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირი მოითხოვს. წაიკითხეთ ვრცლად: "რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წელის?"
- 22 ივნისს, სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყალა.წაიკითხეთ ვრცლად - "სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა".
- 27 ივნისს თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს. წაიკითხეთ ვრცლად: "მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ".
- ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში. - წაიკითხეთ ვრცლად: სადაო ცვლილებების დაჩქარებული განხილვა - რა საფრთხეს ხედავენ კანონპროექტში?"
2022 წლის ანგარიში იხილეთ ბმულზე.