დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნის მიზნით, "ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის" კონკურსს აცხადებს
15.03.2023
"ევროკავშირი დამოუკიდებელი მედიისთვის" (EU4IM) აცხადებს განაცხადების მიღებას, საქართველოს მოსახლეობისთვის, დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნის ხელშეწყობის მიზნით.

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს კონტენტის წარმოებაში მხარდაჭერა 5000 ევროს (€5000) ოდენობით.
  • "კონტენტის შექმნის მხარდაჭერის პროგრამის საერთო მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მაღალხარისხიანი, სანდო და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ნაკლებად შუქდება უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, თუმცა დაკავშირებულია ომის ზემოქმედებასთან და საკვანძო მნიშვნელობისაა საზოგადოებისთვის. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი", — წერია განცხადებაში.

რა მიზნები აქვს პროგრამას?
  • დაეხმაროს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებსა და ტექნიკური მხარდაჭერის (სიუჟეტის გადამღებ და მომამზადებელ) გუნდებს კონტენტის შექმნის ხელშეწყობის პროგრამის საშუალებით;
  • ხელი შეუწყოს მედიასაშუალებების კომპეტენციების გაძლიერებას მულტიმედია სიუჟეტების მომზადების შესახებ სემინარებისა და მენტორობის საშუალებით;
  • ხელი შეუწყოს სხვადასხვა პლატფორმაზე საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კონტენტის მომზადებაში.

ძირითადი კრიტერიუმი:

EU4IM თანამშრომლობს მხოლოდ დამოუკიდებელ მედიასთან. მედიასაშუალება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმს: სარედაქციო პროცესში მესაკუთრის / მესაკუთრეების, ან მათი პოლიტიკური, თუ საქმიანი პარტნიორების ჩაურევლობა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ