“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024” – განაცხადების მიღება გრძელდება
22.07.2024



პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გამოაცხადა კონკურსი - “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024”.

  • კონკურსი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში:
  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
  • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;

თითოეული გამარჯვებული ფულად ჯილდოს მიიღებს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 10 ოქტომბერია.

განაცხადის ფორმა და ნამუშევრების წარდგენის წესები იხილეთ აქ

"ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ქართულ მედიაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ