დედამიწის ჟურნალისტიკის ქსელი (Internews’ Earth Journalism Network)
აცხადებს ვირტუალური სტიპენდიის პროგრამას ბიომრავალფეროვნებისა და
კლიმატის თემებით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის. მსურველებისთვის
შესაბამისი აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 აგვისტოა.
EJN და Stanley Center for Peace and Security სთავაზობენ
ვირტუალურ სტიპენდიებს 10 ჟურნალისტს - ხუთი სამხრეთ აზიიდან და ხუთი
ევროპიდან და ევრაზიიდან - რათა გააშუქონ წლევანდელი UNFCCC
COP29 კონფერენცია, რომელიც ჩატარდება ბაქოში
(აზერბაიჯანში) 2024 წლის 11-22 ნოემბრის პერიოდში.
სტიპენდიები ასევე გაიცემა რვა ჟურნალისთვის (ოთხი აფრიკიდან და ოთხი
ლათინურ ამერიკიდან), რათა გააშუქონ წლევანდელი UNCBD
COP16 კონფერენცია დისტანციურად, რომელიც 2024
წლის 21 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში კალიში (კოლუმბია)
ჩატარდება.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.