24.09.2024
"აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა" აფხაზეთის
ქართულენოვანი ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე ბერულავას
სახელობის ჟურნალისტურ პრემიაზე განაცხადების მიღება
დაიწყო.
პრემია გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:
- სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაშია გასული აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი.
- აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში.
- პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.
- ჟურნალისტური საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი
ჟურნალისტი (კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მედია ორგანიზაციებს ან
ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს).
კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 10 სექტემბრიდან 2024 წლის 1 ოქტომბრამდე.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ოქტომბერი. კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია.
მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - INFOABKHAZIA@GMAIL.COM