10.05.2020
25 მარტს, "საქართველო და მსოფლიომ" გამოაქვეყნა სტატია სათაურით - “ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა”, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “ვლადიმერ პუტინმა იტალიელ ხალხსა და იტალიის ხელმძღვანელობას თანადგომა გამოუცხადა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. კონტემ მადლობა გადაუხადა რუსეთს დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის”.

რუსეთის გზავნილს იტალიისადმი დიდი განხილვა და კრიტიკა მოჰყვა. რუსეთმა მართლა გაუგზავნა იტალიას დახმარება სლოგანით ”სიყვარულით რუსეთისგან”. თუმცა სინამდვილეში მისია არა რუსეთის ჯანდაცვის, არამედ თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა.
ამ გზავნილზე ბევრი შეფასება დაიწერა იტალიურ მედიაში. მაგალითად იტალიური გამოცემა la stampa წერდა, რომ ამ ჰუმანიტარული დახმარების უმრავლესობა გამოუსადეგარი იყო და სინამდვილეში მას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.
ასევე ერთ-ერთ იტალიურ გამოცემაში გავრცელდა ამბავი, რომ იტალიისადმი გაწეული დახმარებისთვის, რუსეთი იტალიის მოქალაქეებს, პუტინისთვის ვიდეორგოლით მადლობის გადახდის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

სად და როდის გააკეთა სლოვენიის პრემიერმა ასეთი განცხადება, მასალაში ამის დამადასტურებელი რამე წყარო მითითებული არ არის. მსგავსი განცხადება არც სხვა ქართულ, მათ შორის არც პრორუსულ საიტზე და არც უცხოურ გამოცემებში არ იძებნება.

რა არის რუსეთის
მიზანი
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, როიტერსი ჯერ
კიდევ მარტში წერდა, რომ ევროკავშირის
წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციით რუსეთი ცდილობს დასავლური
ინსტიტუტების სანდოობაში ეჭვი შეიტანოს. ანგარიშში საუბარია იმაზე,
რომ “რუსული კამპანიის სახით, ინტერნეტ სივრცეში აქვეყნებენ ყალბ
ინფორმაციებს ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე
და წერენ ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და ზიანის მომტან
ინფორმაციებს”.
ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის სამსახური - EUvsDisinfo
პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას იმის
შესახებ, რა ყალბ ნარატივებს ავრცელებს რუსული პროპაგანდა
ევროსკეპტიციზმის გასაძლიერებლად.
ანტიდასავლური გზავნილების ნარატივი დაახლოებით ასეთია:
- ევროკავშირი ვერ უმკლავდება კრიზისს და ის არის უბედურება ევროპისთვის;
- ევროკავშირი ვერ ეხმარება წევს სახელმწიფოებს და ისინი სხვა ქვეყნების დახმარებაზე არიან დამოკიდებული (მეტწილად ასეთი დამხმარე ქვეყანა ჩინეთია);
- ჩინეთი ეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაშინ როდესაც მათ ბრიუსელი დახმარების გარეშე ტოვებს;
- შენგენის ზონა აღარ არსებობს - ევროპელები კარანტინში არიან, თუმცა, მიგრანტები თავისუფლად გადაადგილდებიან;
დეტალური ინფორმაცია, სინამდვილეში რა დახმარება გაუწიეს ევროპულმა ქვეყნებმა ერთმანეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, შეგიძლიათ ამ გვერდზე იხილოთ.