27.04.2017
„რამდენი მუსლიმანი არაბი შევარდება ქართულ ეკლესიაში, „ალაჰ აკბარს“
დაიყვირებს, იქაურობას დაანგრევს, შეიგინება და წაბილწავს, შემდეგ კი
სახელმწიფო ასი ლარით აჯარიმებს, ეს სწორია?!” -ვკითხულობთ გაზეთ
„ალიას“ 24-30 აპრილის ნომერში. გამოქვეყნებული მასალა ეხებოდა
თურქეთის საელჩოს თხოვნას, დიდგორის ბრძოლის გამარჯვების უქმე დღედ
გამოცხადების გაუქმების თაობაზე. სტატია შეიცავს ქსენოფობიურ
განწყობებს და სიძულვილის ენას, ანტისოციალური ქმედება დაკავშირებულია
რელიგიურ და ეროვნულ იდენტობასთან, რაც აღრმავებს ნეგატიურ განწყობებს
კონკრეტული ჯგუფის მიმართ.