29.06.2017
"ბათუმში მცხოვრები ადვოკატი ლელი ბჟალავა იმ კონკრეტულ ადგილებსა და სქემებზე საუბრობს, სადაც გოგონებს არალეგალურ ექსპლუატაციას უწევენ, ადვოკატი იმაზეც მიუთითებს, თუ როგორ ხდება ქვეყანაში, პროსტიტუციის მიზნით, სუსტი სქესის წარმომადგენლების სხვადასხვა სახელმწიფოებიდან შემოყვანა" - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ტექსტში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპი დისკრიმინაციას კრძალავს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის სქესის გამო დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.
გენდერული საკითხების გაშუქების ძირითადი
პრინციპების მიხედვით, მედიამ არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს გენდერული
სტერეოტიპების გამყარებას, არამედ უნდა ებრძოლოს მას. ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში
აღნიშნულია, რომ მედია უნდა მოერიდოს ისეთი სიტყვების, გამოყენებას,
რაც ქალს და კაცს სტერეოტიპულად წარმოაჩენს.