19.07.2017
17 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ურაველში “ნაციონალური
მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ბეგლარ კაპანაძეს, მის მამას და
შვილს სცემეს. კაპანაძე ცემაში “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და
გამგეობის თანამშრომლებს ადანაშაულებდა. თემა საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა, “იმედმა” და “TV პირველმა” 17 ივლისს დღის მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში არ გააშუქეს. ამ ამბის შესახებ მხოლოდ
რუსთავი 2-ის მაყურებელი შეიტყობდა.