საქართველოში დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი კლება, რაც The
Economist Intelligence Unit-ის კვლევამ აჩვენა, ტელეკომპანია
„იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებებში არ გაშუქდა.
“დემოკრატიის ინდექსის” შესახებ ანალიტიკური კვლევითი კომპანია The
Economist Intelligence Unit-ის კვლევა ჟურნალმა “ეკონომისტმა”
გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, საქართველოს რეგიონში დემოკრატიის
ინდექსის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს. 2018 წელს საქართველოს
მაჩვენებელი 5.50 ქულაა (ათქულიანი სისტემით), გასულ წელს კი ეს
მონაცემი - 5.93 ქულა იყო.
ამ მაჩვენებლით, საქართველომ, ქვეყნების საერთო რეიტინგში 2018 წელს
89-ე ადგილი დაიკავა, წინა, 2017 წელს კი 79-ე ადგილზე იყო.
აღნიშნული თემა ერთ-ერთი მთავარი იყო რუსთავი 2-სა მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში, კვლევის შედგების შესახებ მაყურებელს tv პირველის
მტავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც უამბეს და თემა აქტიურად გააშუქდა
ონლაინმედიაშიც. იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 იანვრის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, „ქრონიკასა“ და „მოამბეში“ კი ამ კვლევის შედეგების
შესახებ მასალა არ მოუმზადებიათ.