17.12.2019
საქმე ეხება ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალს, ჩოგბურთის ჩაწყობილ მატჩებს, რომელშიც, სავარაუდოდ, 135 სპორტსმენი მონაწილეობდა. ამბავი თავდაპირველად გერმანული ტელეარხის ZDF-ის ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რის შემდეგაც ბელგიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ევროპული გამოცემები წერენ, რომ საქმეში არის ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული, ასეთი კი მხოლოდ ხუთი ჩოგბურთელია - მატეო ბერეტინი, დიეგო შვარცმანი, ალექს დე მინორი, ბენუა პერი და ნიკოლოზ ბასილაშვილი. თუმცა დადასტურებულად ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობაზე არც ერთი გამოცემა არ წერს.
მაგალითად, worldsport.ge წერს, თითქოს “სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი ჩოგბურთელი რეიტინგის საუკეთესო 30-ეულშია და ATP-ის სამი ტიტული აქვს მოგებული.
ამ მონაცემებში კი სწორედ
ბასილაშვილი ჯდება. მეტიც, Gazzetta Dello Sport-ი სწორედ უშუალოდ
ქართველზე მიანიშნებს და თავის მოსაზრებას იმითაც ამყარებს, რომ
ბასილაშვილის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს და
მსგავს ჭორებთან არაერთხელ იყო დაკავშირებული”.
გამოცემას ინფორმაციის წყაროდ Gazzetta Dello Sport-ის მასალის ნაცვლად, ჰიპერლინკად მითითებული აქვს tenniscircus-ზე გამოქვეყნებული სტატია. “მედიაჩეკერმა” ორივე გამოცემის მიერ ჩოგბურთის სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები გადაამოწმა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Gazzetta Dello Sport-ი გაყიდული მატჩების საქმეში ბასილაშვილის ბრალეულობაზე პირდაპირ მიანიშნებს და მის სახელს მანამდეც უკავშირებდნენ გარიგებულ მატჩებს, არცერთი ზემოთაღნიშნული გამოცემის გვერდზე არ იძებნება.
გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უარყო და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ქართული სპორტული გამოცემები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ .
ნიკოლოზ ბასილაშვილის ფეისბუკ პოსტი Worldsport.ge-ის გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა გამოცემამ გამოაქვეყნა. სპორტსმენის გამოხმაურება გამოცემების ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალას დაურთო თან, ნაწილმა sportall.ge-მ და allmedia.ge-მ კი ბასილაშვილის ფეისბუქ პოსტი ცალკე ახალ ამბად გამოაქვეყნა და თუ მკითხველი მხოლოდ პირველ ახალ ამბავს ნახავს, მისთვის ბასილაშვილის პოზიცია ისევ უცნობი, ამბავი კი არაზუსტი იქნება.