29.01.2020
სინამდვილეში, ჩინეთის ქალაქ უხანთან ახალი შენობა კი არ ააშენეს, არამედ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა 2 დღეში და კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა.
2 დღეში ახალი კლინიკის აშენების შესახებ, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია თავდაპირველად გამოაქვეყნეს შემდეგმა გამოცემებმა: bm.ge, “მეგა tv”, “ბორჯომი tv”, mcm.ge.
“ბორჯომი tv-ის" და mcm.ge-ს გვერდებზე ამ დრომდე არასწორი ინფორმაცია იძებნება. bm.ge-მ და “მეგა tv-მ" კი სტატია მოგვიანებით ჩაასწორეს. თუმცა მათგან მხოლოდ bm.ge-მ დაიცვა შესწორების სტანდარტი, განახლებულ სტატიას შესაბამისი ტექსტი დაურთო და მკითხველს თავდაპირველი მასალის ჩასწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.