07.02.2020
აღნიშნული მასალა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საიტზე ამ დრომდე [19:30 სთ, 7 თებერვალი] იძებნება . მასალა ცალკე აიტვირთა ტელეკომპანიის Facebook-ის გვერდზეც, მაგრამ მალევე წაშალეს. თუმცა, კადრები ასევე ამ დრომდე იძებნება სამსაათიანი საინფორმაციო გამოშვების ე.წ. „ფეისბუკ-ლაივზე“. (ამ მასალების ბმულებს "მედიაჩეკერი" შეგნებულად არ გთავაზობთ, რათა ხელი არ შევუწყოთ მათ გავრცელებას).
„რუსთავი 2-ზე“ დაყრდნობით, ვიდეო სააგენტო newposts-მაც გაავრცელა. მოგვიანებით კი, მასალიდან მკვლელობის ამსახველი ვიდეო წაშალა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, რომ „ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული“. (მუხლი 41)
„ახალ ამბებში ძალადობის ამსახველი კადრების
გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მათი ინფორმაციული
ღირებულებისა და გასაშუქებელი მოვლენისადმი მათი მნიშვნელობის,
აგრეთვე აუდიტორიის სავარაუდო რეაქციის გათვალისწინებით“, -
ვკითხულობთ კოდექსში. (მუხლი
56)
ამავე
კოდექსის მიხედვით, „შესაძლებელია საჭირო იყოს შოკისმომგვრელი მასალის
გამოყენება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძალზე ფრთხილი ანალიზის შემდეგ
უნდა იქნეს მიღებული“ და შესაბამისად დასაბუთებული. „დაუშვებელია
ძალადობის სენსაციად გადაქცევა“, - განმარტავს კოდექსი.კრიმინალის გაშუქების შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ „ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის. მედია თანამგრძნობი უნდა იყოს ამგვარი მოვლენების მონაწილე პირების მიმართ და თავი უნდა აარიდოს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შელახვას“.