ორმა
ტელეკომპანიამ, „იმედმა“ და აჭარის
ტელევიზიამ, „მთავარი
არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმე,
რომელიც 15 ივნისს გახდა ცნობილი, იმ დღის მთავარ გამოშვებაში არ
გააშუქა.
შეგახსენებთ, 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქე, 40 წლის
კაცი, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას
ლიკვიდაციას გეგმავდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია
„ფორმულამ“ გაავრცელა. არხის საიტზე ეს ამბავი 15 ივნისს, 18:35
საათზე გამოქვეყნდა, 20:00 საათზე კი
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური
ბრიფინგი გამართა და ამ საკითხებზე ვრცლად
ისაუბრა.
გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების შესახებ ინფორმაცია მაუწყებელთა
უმეტესობისთვის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა იყო. ეს
საქმე, შესაბამისად, გვარამიას ბრიფინგიც, მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში პირველ ამბად გააშუქა: „ფორმულამ“, „TV
პირველმა“, „კავკასიამ“ და „რუსთავი 2-მა“(თუმცა, „რუსთავი 2-მა“ ეს
ბოკოვის დაკავების ერთ-ერთ ვერსიად განიხილა)
საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა გვარამიას ბრიფინგი და ბოკოვის დაკავების
საქმე საინფორმაციო
გამოშვების 34-ე წუთზე გააშუქა.
ტელეკომპანია „იმედისა“
და საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის15 ივნისის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში კი ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა.