კატეგორია: ეთიკა
გაზეთმა „ქრონიკა +“ ე.წ. ციხის კადრები გამოაქვეყნდა, რომელშიც
მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი არიან. კადრების გამოქვეყნებას
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გამოეხმაურა:
„გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება. ეს ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, მედია ვალდებულია დაიცვას ბალანსი საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეთა პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას შორის. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთ მსხვერპლს და გავრცელების ფორმა იძლევა მასზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის საშუალებას“ - აღნიშნულია ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუხლი 10:
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

15.08.2016