„მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას“, - სასამართლოს გუშაგი
24.10.2024
კატეგორია - საქართველო


„სასამართლოს გუშაგი“ წინასაარჩევნო დავების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შუალედურ მიგნებებს აქვეყნებს. მონიტორინგში ჩართული 33 მოხალისე-დამკვირვებელი 20 აგვისტოდან - 20 ოქტომბრის პერიოდში 43 სხდომას (ჯამში - 36 საქმე) დააკვირდა. საქმეები ეხებოდა მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასაც. 

როგორც „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას. 

„არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით“.

წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული დავები განსახილველად 20-ზე მეტ მოსამართლეს დაეწერა.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ