19.11.2024
კატეგორია - საქართველო
პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „აი, ფაქტის“ ჟურნალისტი, ეთო მიდელაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ დამფუძნებლის,
ნინო ბაქრაძის თქმით, მათ ჩვენების მიცემა მაგისტრი მოსამართლის
თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოითხოვეს.
„ეთო მიდელაშვილი პროკურატურამ გუშინ დაიბარა. ჩვენ
მოვითხოვეთ სასამართლოს წინაშე გამოკითხვა და დღეს დაგვირეკეს სამის
წუთებზე, რომ უკვე არის სხდომა და უნდა გამოცხადდეთო. პროცესი 5-ზეა
ჩანიშნული“.
როგორც ბაქრაძე „მედიაჩეკერთან“ განმარტავს, საქმე
წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ მასალას
- „სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ
ემზადება “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის“
ეხება.
პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30
ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, გამოძიება საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ოპოზიციური
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც და სადამკვირვებლო მისიის -
„ჩემი ხმა“ სპიკერი ლონდა თოლორაია. გამოკითხვაზე დაბარებული იყო
საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უწყებაში
მისვლაზე უარი თქვა.