29.04.2024
როგორ მოხვდა საქართველოს დროშა რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე?!
დღეს, 29 აპრილს ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუქ გვერდზე 28 აპრილის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან ვიდეო გაავრცელა სათაურით: „დემონსტრანტის მიერ ძირს დაგდებული დროშა პოლიციელებმა სამხედრო პატივით აიღეს“.
სინამდვილეში
მაყურებელმა ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში 23:53 წუთზე
იხილა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ქალმა სპეციალურად
დააფინა სპეციალური დანიშნულების რაზმის წინ სიმბოლურად დროშა, როგორც
ერთგვარი წინაღობა.
საბოლოოდ,
ადგილზე მყოფმა შსს-ის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ძირს დაფენილი
დროშა სიმბოლურადვე აკეცეს და აქციის მონაწილეებს
დაუბრუნეს.