ფოტო
„ბათუმელები"
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის,
მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილს „ნეტგაზეთი“
ავრცელებს.
მზია ამაღლობელის შეფასებით, მისი დაკავება და წარდგენილი ბრალი
რეპრესიული და სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.
„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული,
სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების
წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1
წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც
დიქტატურა“, - წერს ამაღლობელი.
,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში „ბათუმელების“ დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.