კატეგორია - საქართველო
სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და
დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოაცხადა.
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.
კონტექსტი
მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოაცხადა.
- მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ ავტომობილის ეპიზოდზე და ნიკა გვარამია პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვის ვადით დატოვეს.
- გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გადაწყვეტილება კომპანიისთვის ზიანის მიყენების ეპიზოდზე, რაზეც გვარამიას საქალაქო სასამართლოსგან ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული და ამ ეპიზოდზეც მეორე ინსტანციამ პატიმრობა მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვის ვადით.
- თანაბარი სასჯელის შთანთქმის პრინციპით კი “მთავარი არხის” დირექტორს საბოლოო სასჯელად თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით დარჩა.
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.
კონტექსტი
- 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
- სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
- საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
- მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
02.11.2022
ვრცლად