ჟურნალისტების უსაფრთხოება და წესები
16.05.2016
“ჟურნალისტების დაცვის კომიტეტისა” და “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” ცნობით 2016 წლის დასაწყისში მსოფლიოში 17 ჟურნალისტი მოკლეს. 11 შემთხვევაში იდენტიფიცირებულია, რომ ჟურნალისტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ, 6 ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი კი ჯერ დადგენილი არ არის. ზოგიერთი გარდაცვლილი სამხედროების ტყვიამ იმსხვერპლა საპროტესტო აქციაზე, ან საბრძოლო მოქმედებებისას, ზოგიერთი - საჰარეო თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ან სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაპირისპირებას შეეწირა.

თურქეთი (1), სირია (1), იემენი (3), ინდოეთი (1), გვინეა (1), მექსიკა (4), ერაყი (2), ფილიპინები (1), სალვადორი (1), ავღანეთი (1) და პაკისტანი (1) - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც 2016 წლის დასაწყისში მედიის წარმომადგენლები მოკლეს. ეს ციფრები გვიჩვენებს, თუ რამხელა რისკთანაა დაკავშირებული მედიის წარმომადგენლების საქმიანობა. მათ დიდ ნაწილს სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად უწევს ინფორმაციის მოპოვება.

მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებას შემუშავებული აქვს წესები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ ჟურნალისტებმა კონფლიქტურ სიტუაციებში: საბრძოლო მოქმედებების, საპროტესტო აქციების, ტერორისტული აქტების, ან სხვა სახის არეულობის გაშუქებისას.

ძირითადი მითითებები მათთვის, ვინც სხვადასხვა კონფლიქტურ სიტუაციაში მუშაობას აპირებს:




წყარო: www.newssafety.org, www.mediashift.org, www.bbc.co.uk

ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ