08.04.2019
იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ Facebook Ad Library-ში სასურველი Facebook გვერდი უნდა მოძებნოთ ან კონკრეტული გვერდის კედელზე Page Transparency-ზე (გვერდის გამჭვირვალობა) გადახვიდეთ.
სიახლის დამატება აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალურ ქსელებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამების გავლენამ განაპირობა.
ახალი ფუნქციის საშუალებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებს, მკვლევრებს, გამომძიებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ გაიგონ, რა თანხას ხარჯავენ პოლიტიკოსები Facebook რეკლამაში, რომელი ქვეყნებიდან იმართება მათი გვერდი და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Facebook-ის რეკლამების
ბიბლიოთეკაში ქართული გვერდების შესახებ ყველა ზემოთნახსენები
ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, გარდა Facebook-ის რეკლამებზე
დახარჯული თანხისა, რომელიც არსებულ მონაცემებს, სავარაუდოდ,
მომავალში დაემატება.