28.12.2019
“მედიაჩეკერი” 10 ასეთ წიგნს გაგაცნობთ:
“საფოსტო გზავნილი” (Postgate) - წიგნი, იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ უღალატა Washington Post-მა საკუთარ მომხმარებელს უოთერგეითის ამბის გაშუქების დროს;
“ჩვენი ქალები ადგილზე” (Our Women on the Ground) - ამანპურის წიგნი, რომელშიც 19 არაბი ქალი ჟურნალისტი იმის შესახებ საუბრობს, რას ნიშნავს იყო ჟურნალისტი მათ სამშობლოში;
“News Room-ში არ ტირიან” (There’s no Crying in Newsrooms) - წიგნი იმ გამოჩენილი ქალი ჟურნალისტების შესახებ გვიყვება, რომლებმაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მედიაორგანიზაციებში მათთვის დაწესებული ბარიერები გადალახეს;
“ჟურნალისტური კვლევების საერთაშორისო ენციკლოპედია” - (The International Encyclopedia of Journalism Studies) - ახალი, საჭირო და მნიშვნელოვანი რესურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
“ჟურნალისტიკის სამყარო” (Worlds of Journalism) - წიგნი მოგვითხრობს როგორ აღიქვამენ ჟურნალისტები საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას საზოგადოებაში;
“არათავისუფალი პრესა” (Unfreedom of the Press) - New York Time-ის ყველაზე გაყიდვადი ავტორისა და Fox News-ის ვარსკვლავის მარკ ლევინის წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ იქცა დიდი ტრადიციების მქონე, თავისუფალი ამერიკული პრესა უკონტროლო პროფესიად, რომელის მიმართაც საზოგადოებამ ნდობა და რწმენა დაკარგა;
“სამუშაო” (Working) - წიგნში პულიცერის პრემიის ორგზის მფლობელი, ცნობილი ჟურნალისტი რობერტ კარო საკუთარი ჟურნალისტური გამოცდილების შესახებ ყვება;
“დამწყები რეპორტიორები” (Cub Reporters) - წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში როგორ იყენებდნენ ბავშვების გამოსახულებებს რეალური ისტორიებისა და ფაქტების დასამახინჯებლად.
აგროჟურნალისტიკა (Agricultural Journalism) - მნიშვნელოვანი ახალი წყარო აგროჟურნალისტიკის შესახებ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის;
სპორტული ჟურნალისტიკა (Sports Journalism) - წიგნი მოგვითხრობს სპორტული ამბების გაშუქების შესახებ. ამ გამოცემამ გამოცდა უკვე ჩააბარა და სტუდენტებისა და პროფესორების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
მომზადებულია Bookauthority.org-ის მასალის გამოყენებით.