ტექნოლოგიების ხანაში აუდიტორიის ნაწილი მედია კონტენტს
სმარტფონებში ნახულობს. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცემები ამბის
ვიზუალიზაციის ისეთ ფორმებს მიმართავენ, რომლებიც მობილურის ფორმატს
მოერგება. გთავაზობთ, სმარტფონისთვის ამბის ვიზუალური თხრობის
რამდენიმე მაგალითს.
1. მოკლე განმარტებითი ვიდეო,
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური მასალა
თხრობის ამ ფორმატს უკვე არაერთი მედია ორგანიზაცია მიმართავს. თუმცა
ამ კუთხით პიონერები by AJ+ და NowThis-ია. ამ ტიპის მოკლე ვიდეოებში
ანიმაციები და სუბტიტრებია გამოყენებული.
2.
"სთორები"
ამ ტიპის კონტენტი ძირითადად Instagram-ისა და Snapchat-ისთვის
იქმნება. ზოგიერთი მედია "სთორების" ფორმატს ვებგვერდზე სტატიებშიც
იყენებს - მომხმარებელს შეუძლია მობილურში გვერდებზე ჰორიზონტალურად
გადავიდეს.
მაგალითი: BBC: A mission of astonishing discovery ,
Washington Post: A city destroyed by riot
3.
“SCROLLYTELLING”-ი
ეს არის სვეტის ფორმით დაწერილი გრძელი სტატია, რომელსაც სმარტფონის
მომხმარებელი ე.წ "სქროლვით" კითხულობს. მასალაში გამოყენებულია
ფოტოები, ვიდეოები, გრაფიკები და ა.შ
4. მონაცემთა
ვიზუალიზაცია
ძირითადი ტექსტის გარეშე, ინფორგრაფიკებითა და მონაცემებით შექმნილი
ინტერაქტიული ფორმატი.
5. სტრუქტურიზებული სტატიები
და ჩამონათვალი
კონკრეტული თემის ირგვლივ დანომრილი, ტიპოგრაფიული ან სხვა ფორმით
სტრუქტურიზებული ვიზუალური მასალა. ხშირად იყენებს BuzzFeed-ი და
Huffington Post-ი.
მაგალითი: Quartz: How We’ll Win
6. პერსონალიზებული თხრობა,
ადაპტირებული მასალები
ამ შემთხვევაში ამბავი იფილტრება მკითხველის პერსონალური არჩევანიდან
გამომდინარე. ასეთი ფორმით გადმოცემული ამბავი მომხმარებელზეა
ადაპტირებული და მის ინტერესებს შეესაბამება.
მაგალითი: BBC: Life expectancy calculator
7. LIVE ბლოგინგი -
განახლებადი ინფორმაცია
გამოცემები ამ ფორმატს მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იყენებენ.
იქნება ეს სპორტული, კულტურული ღონისძიებები თუ პოლიტიკური
შეხვედრები.
8. ბოტები, ამბის
ავტომატიზებული თხრობა
სპორტული ღონისძიებებისა და არჩევნების, ასევე სხვა მოვლენების
გასაშუქებლად ზოგიერთი მედია ბოტებს იყენებს, რომელიც მომხმარებელს
ინფორმაციას შეტყობინების სახით უგზავნის.
9. 360° ვიდეო, ვირტუალური და გაფართოებული
რეალობა
The Guardian-სა და The New York Times-ს თავიანთი აპლიკაციებისთვის
ვირტუალური რეალობის გამოყენებით სხვადასხვა თემაზე აქვთ მასალები
მომზადებული.
მაგალითი: New York Times: Daily 360
მომზადებულია http://mobvis.gtc.ox.ac.uk/storytypes/-ის
მიხედვით