08.03.2021
ომის
პირველი ქალი ფოტოგრაფი, პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მიმომხილველი აშშ-ის
ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიაში, ომის ყველაზე გავლენიანი რეპორტიორი
ქალი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ქალი, რომელიც არ უშინდებოდა
პუტინის ხელისუფლების მხილებას და რა თქმა უნდა, ომის ერთ-ერთ
საუკეთესო რეპორტიორად მიჩნეული მარი კოლვინი
-
"მედიაჩეკერი" ხუთ გავლენიან ქალ ჟურნალისტს
გაგაცნობთ.
მარგარეტ ბურკ-უაითი (1904 – 1971)

გარდა ამისა, მარგარეტ ბურკ-უაითი 1941 წელს მოსკოვში მყოფი ერთადერთი უცხოელი ფოტოგრაფი იყო მაშინ, როდესაც გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტი დაარღვია და საბჭოთა კავშირში შეიჭრა. მისი გადაღებული ფოტოები მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველ ერთ-ერთ პირველ ვიზუალურ მასალას წარმოადგენდა, რომელიც მსოფლიომ იხილა.
ბრუკ-უაითის გაშუქებული აქვს სამოქალაქო ომები, სეგრეგაციის პერიოდი, ბუნებრივი კატასტროფები, კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები. ის არის ბოლო ადამიანი, რომელმაც მაჰათმა განდისგან ინტერვიუ აიღო.
ეთელ პეინი (1911 – 1991)

პეინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჟურნალისტად მიიჩნეოდა, რომელსაც არ ეშინოდა რთული შეკითხვების დასმის. სწორედ ეთელ პეინმა ჰკითხა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს როდის გეგმავდა ის სეგრეგაციის აკრძალვას.
მართა გელჰორნი (1908 – 1998)

გელჰორნი ვერ მოხვდა 558 აკრედიტირებულ ჟურნალისტს შორის 1944 წლის 6 ივნისს სამხედრო ოპერაცია „ოვერლორდის“ დროს, როდესაც ბრიტანეთის, აშშ-სა და კანადის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდის სანაპიროდან შევიდნენ. ამიტომ ის ჰოსპიტალის გემზე შეიპარა და ოპერაციის დროს ერთ-ერთ სანაპიროზე მთელი ღამის განმავლობაში დაჭრილებს ეხმარებოდა. მართა გელჰორნი მაშინ 150,000 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო.
ანა პოლიტკოვსკაია (1958 -2006)

ჟურნალისტი არ ერიდებოდა პუტინის ხელისუფლების მხილებას. მას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს ლიფტში მოკლული იპოვეს.
მარი კოლვინი (1956-2012)

კოლვინმა 2001 წელს შრილანკური არმიის მიერ ნასროლი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის (RPG) აფეთქების შედეგად მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა. მარი კოლვინი 2012 წლის 22 თებერვალს სირიაში, ქალაქ ჰომსის ალყის გაშუქების დროს დაიღუპა.