02.03.2022
დაინახეთ გლობალური გავლენა
შესაძლოა რუსეთის უკრაინაში შეჭრა შორეულ ამბად ჩანდეს, განსაკუთრებით, თუ ევროპაში არ იმყოფებით, მაგრამ მიმდინარე მოვლენებს პოტენციური ზეგავლენა ექნება გრძელვადიან გლობალურ შედეგებზე.კონტექსტისა და ენის გაგება
ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ სწორად თარგმნის მნიშვნელობაზე.- არასწორი, გადაუმოწმებელი თარგმანი დეზინფორმაციის უნებურად გავრცელების რისკს ზრდის. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება და ნიუსრუმში კონფლიქტის მხარეების მშობლიური ენების მცოდნე ადამიანი არ მუშაობს.
- შესაძლოა წარმოაჩინონ აგრესიული მხარის ხედვა, მაგრამ ისე, რომ მიუთითონ ვინ არის ვითარებაში აგრესორი.
- მკითხველისთვის ფაქტების მიწოდება ხელს უწყობს ბრძოლას დეზინფორმაციასთან, რომლის მიზანიც რუსეთის ქმედებების ჭეშმარიტი ბუნების დაფარვაა.
კონფლიქტის ჰუმანიზება/გაადამიანურება
ჟურნალისტებმა ომის გაშუქება მაქსიმალურად უნდა გაადამიანურონ.ფაქტები და რიცხვები ამბავს ჰყვება, მაგრამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებთან ინტერვიუები მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო გაიაზრონ ომი და მისი შედეგები.
ტომ მუჩი განმარტავს:
- ამბავი არ არის: „მე უცხოეთის კორესპონდენტი ვარ და მოქმედებების შუაგულში ვარ“, მაშინაც კი თუ ეს ზოგჯერ რედაქტორებს სურთ.
- ამბავს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ადამიანური ელემენტი, მაგალითად, როცა განგაშის სიგნალები ირთვება და დაბომბვის დროს ადამიანები მეტროში შეჯგუფდებიან, ან ავტობუსებითა და მატარებლებით კიევიდან გასვლას და დასავლეთში გაქცევას ცდილობენ. ან ამბები ადამიანების შესახებ, რომლებიც აღმოსავლეთში ქალაქებში არიან ჩარჩენილები.
- ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტებმა თავი უნდა აარიდონ მხოლოდ სენსაციური ან ძალადობრივი შემთხვევების გაშუქების მცდელობას.
უსაფრთხოება გაშუქებისას
არცერთი ამბავი და კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასად.ომის გაშუქებისას უსაფრთხოება უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
- ჟურნალისტებმა, რომლებსაც უკრაინაში ომის ან სამომავლოდ კონფლიქტების გაშუქება უნდათ, მტრულ გარემოში მუშაობის ტრენინგი უნდა გაიარონ.
მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების და უსაფრთოხების სხვა წესების საბაზისო ცოდნა.
„რაც უფრო ბევრჯერ გააშუქებ კონფლიქტს, მით უფრო მეტად გაიცნობ საკუთრ თავს და გაიგებ, სად არის შენი კომფორტის ზონები, გაიგებ როგორი ემოციური გამძლეობა და სტრესსა და ტრავმასთან გამკლავებს უნარი გაქვს“, - ამბობს ტომ მუჩი.