02.02.2023
რა ხდება?
31 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით “OpenAI”-მ ჩაუშვა ახალი კომპიუტერული პროგრამა AI text classifier (ხელოვნური ინტელექტის (AI) შექმნილი ტექსტის კლასიფიკატორი, “განმასხვავებელი”), რომლის საშუალებით AI-ს დაწერილი ტექსტი ამოცნობაა შესაძლებელი.- პროგრამის სიზუსტე ამ ეტაპზე მხოლოდ 26%-ია და როგორც ChatGPT3, ეს AI-ც შეიძლება გამოიყენოთ როგორც დამხმარე ხელსაწყო გადამოწმების სხვა საშუალებებთან ერთად.
- “OpenAI”-ს წარმომადგენელი "TechCrunch”-თან ამბობს, რომ ამ კლასიფიკატორს იყენებენ მომხმარებლებისგან უკუკავშირის მისაღებად, რათა დაადგინონ რა იმუშავებს უკეთ სამომავლოდ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტით ტექსტების გენერირება მარტივად შესაძლებელი გახდა, გაიზარდა რისკი, რომ ადამიანებმა AI-ს დაწერილი მასალა საკუთარ პროდუქტად წარადგინონ.
- უკვე არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, სტუდენტები დავალების შესასრულებლად Chat GPT-3-ს იყენებენ.
- ამიტომაც, ნიუ-იორკის საჯარო სკოლების ქსელებსა და მოწყობილობებში აკრძალული ვებგვერდების ჩამონათვალს დაამატეს chat.openai.com-ც, Chat GPT-3-ის ვებსაიტი.
- დამატებით საფრთხეებად ასევე განიხილავდნენ პლაგიატისა და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
როგორ მუშაობს ახალი AI?
იმის გადასამოწმებლად, თუ როგორ მუშაობს ეს აპლიკაცია, მის ველში შევიყვანეთ “მედიაჩეკერის" მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც Chat GPT-3-მა დაწერა. კლასიფიკატორმა ტექსტი მარტივად ამოიცნო, როგორც ხელოვნური ინტელექტის დაწერილი.
ტექსტის კლასიფიკატორი დატრენინგებულია ხუთი სხვადასხვა ორგანიზაციის
ენის ალგორითმზე, მათ შორის OpenAI-ს პროგრამაზეც.
“ამომცნობი” აჯამებს მიწოდებული ტექსტს და “ასათაურებს”
შესაბამისად:
- ნაკლებად სავარაუდოა (very unlikely) მაშინ, როდესაც 10%-ზე ნაკლებია იმის შანსი, რომ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის დაწერილი იყოს.
- სავარაუდოა (unlikely), როდესაც 10-45%-მდეა შანსი, რომ მასალა AI-ს გენერირებულია.
- გაურკვეველია (unclear), როდესაც შესაძლებლობა 45-90%-მდეა.
- შესაძლებელია (possibly) ხელოვნურმა ინტელექტმა “დაწერა” ამის შანსი კი 90-98%-მდეა.
- AI-ს დაწერილია (likely) დაასათაურებს, თუ ამის შანსი 98%-ზე
მეტია.
- კლასიფიკატორი ვერ მუშაობს ყველა ტიპის ტექსტზე, სიტყვათა მინიმალური რაოდენობა დაახლოებით 150-250-ია.
- მას არ შეუძლია პლაგიატის ამოცნობა, ასეთ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენება, მაგალითად turnitin.
- OpenAI-ზე დაყრდნობით, არსებობს 9%-იანი ალბათობა, რომ ამ კომპიუტერულმა პროგრამამ გადამოწმებისას შეცდომა დაუშვას და ადამიანის დაწერილი ტექსტიც ხელოვნურ ინტელექტს მიაწეროს.