16.05.2023
რითი განსხვავდება Bard - Chat-GPT-სგან?
Google თავისი ხელოვნური ინტელექტისთვის 5T მოდელს იყენებს, რაც (Text-to-Text transfer transformer) მიწოდებული ტექსტებიდან ახალი ტექსტის გენერირებას ანუ მომხმარებლის "დავალების" შესრულებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ "Bard" და "Chat GPT" ერთნაირი, ბუნებრივი ენის მოდელებზე დატრენინგებული სისტემებია, მათ შორის განსხვავებები მაინც არსებობს:
- ამ ორ სისტემას შორის ერთერთი მთავარი სხვაობაა, რომ Bard-ს შეუძლია რეალურ დროში მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია ინტერნეტიდან, ხოლო chat GPT ინფორმაციას იმ მასალებზე დაყრდნობით მიაწვდის რაზეც ეს AI დაატრენინგეს.
- Bard-ის AI გუგლის ძებნის სისტემას იყენებს, ხოლო chat GPT-3-ს ანუ მის უფასო ვერსიას აქვს ერთგვარი ბაზა, რომლითაც დაატრენინგეს 2021 წლამდე მონაცემებზე.
- ორივესთვის მნიშვნელოვანია, რომ "დიალოგის" ფორმით აწარმოოს კომუნიკაცია და მომხმარებელს ლოგიკური, ზუსტი პასუხები მიაწოდოს, თუმცა Bard-ი მისი წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო მეტად წიგნებზე, სხვადასხვა ნაშრომებზე, სიმღერის ტექსტებზეა დატრენინგებული, ამიტომ მას "კრეატიულად წერა" შეუძლია;
- მოკლედ, რეგულარული დიალოგისთვის, ChatGPT უფრო დაეხმარება მომხმარებელს, ხოლო თუ პოემის ან სცენარის დაწერაა საჭირო Bard.
- Bard ტექსტის მომზადებისთანავე აწვდის მომხამრებელს რამდენიმე ვერსიას ე.წ "დრაფტს";
- Bard-ს მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე მხოლოდ კვლევის "ჩატარება" და არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პასუხის მიწოდება შეუძლია, მაშინ როდესაც, Chat GPT შეიძლება გამოიყენონ მომსახურების სფეროში (ე.წ ჩეტ-ბოტებისთვის),საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში და სხვა.
- წაიკითხეთ ვრცლად - "რეზიუმეების შექმნიდან პიცის რეცეპტებამდე და სასიყვარულო წერილებამდე: chat GPT-ის გამოყენების უცნაური გზები"
- Google Bard-ს შეეძლება მომხმარებლისთვის გაცემულ პასუხში ფოტოების მიწოდებაც.
საფრთხეები და გამოწვევები, მოკლედ:
Chat GPT-ს გამოჩენასთან ერთად გაჩნდა პლაგიატის საფრთხე, ამიტომ მალევე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ტექსტის ამომცნობი, ჯერ უცნობია, ჩაუშვებს თუ არა Google მსგავს აპლიკაციას, ამიტომ ეს საფრთხე კვლავ არსებობს.
წაიკითხეთ ვრცლად - ახალი აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის დაწერილ ტექსტს ამოიცნობს.
როგორც "გუგლის" წარმომადგენლები ამბობენ, Bard ჯერ მხოლოდ ექსპერიმენტია და მომხმარებლებსაც, გამოყენებისას დახვდებათ წარწერა, რომ "Bard-მა შეიძლება მათ მიაწოდოს არაზუსტი ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რაც შეიძლება არ ასახავდეს Google-ს პოზიციას."