23.05.2023
სტატიასთან ერთად გამოჩნდება:
- სხვა რა თემებზე მუშაობს სტატიის ავტორი;
- როგორი იყო სტატიაზე მუშაობის პროცესი.
"ნიუ-იორკ თაიმსმა" თავდაპირველად, 2017 წელს განაახლა დასათაურების პრინციპი და მხოლოდ ადგილმდებარეობის მითითების ნაცვლად, წერდნენ მაგალითად, ჟურნალისტი პორტუგალიიდან, ლოს-ანჯელესიდან და სხვა. როგორც გამოცემის რედაქტორი, კლიფორდ ლევი ამბობდა, ამით მკითხველს მიანიშნებდნენ, რომ "ისინი მუდმივად მოვლენათა ეპიცენტრში იყვნენ".
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
"როიტერსის ინსტიტუტის" 2023 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს "ახალი ამბების თავიდან აცილების" ტენდენცია, რაც მედიაში ნეგატიური ამბების სიმრავლითა და გამოცემების მიმართ ნდობის ნაკლებობით აიხსნება.
წაიკითხეთ ვრცლად: "2023 წლის მედია პროგნოზი - რა წერია "როიტერსის ინსტიტუტის" ანგარიშში?"
დასათაურების ახალი მეთოდი მკითხველს აუხსნის იმას, თუ როგორ მოამზადა ჟურნალისტმა ესა თუ ის მასალაა, "აუდიტორიისთვის უფრო სანდოა სტატია, რომელშიც ხედავს მომზადების პროცესს" - ამბობს "ნიუ-იორკ თაიმსის" სანდოობის გუნდის (Trust Team) წევრი.
როგორც, NY Times-ის მთავარი რედაქტორის, მარკ ლეისის მიერ, თანამშრომლებისთვის გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებიდან ვიგებთ:
- "აუდიტორიის კვლევის თანახმად, მკითხველს აბნევს ტრადიციული სათაური და თარიღი, რადგან ისინი ხვდებიან სად მოხდა კონკრეტული ამბავი, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ჩვენი ჟურნალისტი იმ ადგილიდან აშუქებდა ამ მოვლენას".
- "ახალი მეთოდი საშუალებას მოგვცემს, სრულად აღვწეროთ ჩვენს მიერ ამბების შეგროვების გზა, გამოვკვეთოთ ჩვენი (ჟურნალისტების) როგორც "თვითმხილველების" როლი, ეს კი გაზრდის სანდოობის ხარისხს".
მაგალითად, 2022 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ
არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე წერისას, სტანდარტულ ლიდთან
(სტატიის შესავალი) ერთად, მითითებულია ის, თუ როგორ მოამზადა
ჟურნალისტმა მასალა.
"ორი თვის განმავლობაში, მაიკლ ვაინსში (სტატიის ავტორი) იკვლევდა
გაზეთებს, ონლაინ მონაცემებს და სხვა წყაროებს რათა შეედგინა, ბოლო 5
წლის, გაყალბებული საარჩევნო ხმებისთვის, დაახლოებით 400 დევნის
შემთხვევა. მოვლენები გაშუქებულია ვაშინგტონიდან" - წერია
სტატიაში.
სხვა გამოცემები, რომლებიც იყენებ დასათაურების მსგავს მეთოდს:
გამოცემების ნაწილი, ამ ეტაპზე, მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ მოღვაწეობაზე წერს, ეს კი მოწოდებულ მასალას მკითხველისთვის მეტად სანდოს ხდის.
- The Verge
- VOX